მოდერნიზმი • იმპრესიონიზმი • კლოდ მონე

მე–19 საუკუნის მეორე ნახევრიდან დაიწყო ხელოვნების მიმდინარეობების ‘’აცდენა’’. თუ ადრე არსებობდა, მაგალითად, ბაროკო, ხოლო მას მოჰყვებოდა– როკოკო, ამჯერად ასე მკაცრად აღარ განისაზღვრა ერთი მიმდინარეობის უპირატესობა. მოდერნიზმი ჩაისახა ჯერ კიდევ მაშინ, როცა რეალიზმი არ იყო დამთავრებული. ამას გარდა, აღსანიშნავია ისიც, რომ ერთმანეთს აცდა მიმდინარეობის გავრცელება ხელოვნების სხვადასხვა დარგში. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მოდერნიზმი ერთდროულად არ გამოვლენილა ლიტერატურაში, მუსიკაში, მხატვრობასა და ქანდაკებაში. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ეს ‘’ახალი ფილოსოფიური მიმდინარეობა, რომელმაც დიდი ტრანსფორმაციები გამოიწვია დასავლურ საზოგადოებაში’’ ჩემთვის ძალიან საინტერესოა. მან ახალი თვალით შეხედა სამყაროს. Continue reading

I მსოფლიო ომიდან II მსოფლიო ომამდე

მე–20 საუკუნის 20–30–იანი წლები მეტად მნიშვნელოვანია, როგორც ისტორიის, ასევე ხელოვნების თვალსაზრისით. ამ პერიოდის ადამიანის ფსიქოლოგიური და სოფლმხედველობრივი ცვლილებები მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენების ფონზე ხდებოდა. ეს იყო ეპოქა პირველი მსოფლიო ომიდან მეორე მსოფლიო ომამდე. სწორედ ამ დროს ჩამოყალიბდა ყველაფერი ის, რასაც ჩვენ დღეს ვიზიარებთ. რთული არ არის იმის მიხვედრა, რომ 20–30–იან წლებში ყველაფერი ომის ირგვლივ ტრიალებდა. იგი ‘’უმთავრესი პერსონაჟი’’ გახდა, თუმცა არა პირველყოფილი დატვირთვით. თანამედროვე ომმა, რომლისთვისაც უკვე მეორეხარისხოვანი იყო ვაჟკაცობა და საგმირო საქმეები, ძირფესვიანად შეცვალა ადამიანის ბუნება, დათრგუნა და დაამდაბლა იგი. ეს იყო შიშის ეპოქა, შიში–სიკვდილისა, შიში–აპოკალიფსისა, განადგურებისა, დაცემისა. Continue reading

საიდუმლო გეომეტრია ხელოვნებაში • ფიბონაჩის მიმდევრობა

სანამ ვიტყოდეთ ფრაზას : ‘’ამ ქვეყნად უნაკლო არაფერია’’ სჯობს დავფიქრდეთ და გავიხსენოთ ფიბონაჩი, რომელმაც აღმოაჩინა მიმდევრობა. მას შემდგომ ოქროს პროპორცია, ღვთაებრივი და იდეალური რიცხვი უწოდეს (Golden ratio, divine proportion…)
Continue reading

რაფაელი • სტანციები • ათენის სკოლა

რენესანსის “მეორე ნახევარი” ანუ ჩინკვეჩენტო (მაღალი აღორძინება) და გვიანი აღორძინება მხოლოდ 3–4 ათწლეული გაგრძელდა(XV-XVI). ხელოვნების ეს არნახული აღმავლობა “მძაფრი პოლიტიკური კოლიზიების ფონზე მიმდინარეობდა”. იტალიის პოლიტიკური და კულტურული ცენტრის რომში გადმონაცვლებას კაცობრიობა პაპების უსაზღვრო ძალაუფლებას უნდა უმადლოდეს. სწორედ, რომ მათი ფინანსური შესაძლებლობების, პატივმოყვარეობისა და ავტორიტეტის საფუძველზე მოევლინა ამქვეყნად რენესანსის ისეთი გრანდიოზული ძეგლები, როგორიცაა: წმ. პეტრეს ტაძარი, სიქსტეს კაპელა, ვატიკანის სტანციები და სხვა. Continue reading

• დანტე ალიგიერი • ღვთაებრივი კომედია • Inferno •

  ეს იყო თემა, რომლის გამოც კინაღამ შემეტენა საგანი. პლაგიატში მითვლიდნენ, რადგან ეჭვი ეპარებოდათ, მართლა ჩემი დაწერილი იყო თუ არა. საბოლოოდ, დავალების განულებას და  ზოგადად ფეილს შუალედურმა გადამარჩინა.

image1დანტე ალიგიერის შემოქმედება არა მარტო აგვირგვინებს დასავლეთევროპული განვითარების ეტაპს, არამედ ხნის ახალ ფურცელს კაცობრიობის ისტორიაში, მას აღორძინებას უწოდებენ. რენესანსის ეპოქის შემოქმედებმა ყურადღების ცენტრში მოაქციეს ადამიანი (ანთროპოცენტრიზმი), რომაც მისცა სახელწოდება მთელ მოძრაობას–ჰუმანიზმი (ჰუმანუს(ლათინ.)– ადამიანური). მთავარი იდეა იყო მისწრაფება ჰარმონიულობისკენ, ყოველმხრივი Continue reading

შუა საუკუნეები • დასავლეთ ევროპის კულტურა და სოფლმხედველობა

ბავშვობაში უამრავი დასურათებული წიგნი მქონდა ყველა ეპოქაზე. შუა საუკუნეები არასდროს მიყვარდა, არ ვიცი რატომ. ალბათ ვფიქრობდი, რომ არაფრით იყო გამორჩეული და უბრალოდ ამაზეც ხომ უნდა დაეწერათ რამე. როცა გავიზარდე, მივხვდი, რომ ასეც არ არის:

Continue reading