კრებსის ციკლი

კრებსის, ანუ ლიმონმჟავა ციკლის გაგება ძალიან რთულია, როცა უყურებ ამ სქემას, არანაირი წარმოდგენა არ გაქვს გლიკოლიზზე და ზოგადად უჯრედულ სუნთქვაზე. საბედნიეროდ, რაც არ უნდა რთული საკითხი იყოს, ყველაფრის ახსნა შესაძლებელია მარტივ ენაზე.  Continue reading

საიდუმლო გეომეტრია ხელოვნებაში • ფიბონაჩის მიმდევრობა

სანამ ვიტყოდეთ ფრაზას : ‘’ამ ქვეყნად უნაკლო არაფერია’’ სჯობს დავფიქრდეთ და გავიხსენოთ ფიბონაჩი, რომელმაც აღმოაჩინა მიმდევრობა. მას შემდგომ ოქროს პროპორცია, ღვთაებრივი და იდეალური რიცხვი უწოდეს (Golden ratio, divine proportion…)
Continue reading

რაფაელი • სტანციები • ათენის სკოლა

რენესანსის “მეორე ნახევარი” ანუ ჩინკვეჩენტო (მაღალი აღორძინება) და გვიანი აღორძინება მხოლოდ 3–4 ათწლეული გაგრძელდა(XV-XVI). ხელოვნების ეს არნახული აღმავლობა “მძაფრი პოლიტიკური კოლიზიების ფონზე მიმდინარეობდა”. იტალიის პოლიტიკური და კულტურული ცენტრის რომში გადმონაცვლებას კაცობრიობა პაპების უსაზღვრო ძალაუფლებას უნდა უმადლოდეს. სწორედ, რომ მათი ფინანსური შესაძლებლობების, პატივმოყვარეობისა და ავტორიტეტის საფუძველზე მოევლინა ამქვეყნად რენესანსის ისეთი გრანდიოზული ძეგლები, როგორიცაა: წმ. პეტრეს ტაძარი, სიქსტეს კაპელა, ვატიკანის სტანციები და სხვა. Continue reading

• დანტე ალიგიერი • ღვთაებრივი კომედია • Inferno •

  ეს იყო თემა, რომლის გამოც კინაღამ შემეტენა საგანი. პლაგიატში მითვლიდნენ, რადგან ეჭვი ეპარებოდათ, მართლა ჩემი დაწერილი იყო თუ არა. საბოლოოდ, დავალების განულებას და  ზოგადად ფეილს შუალედურმა გადამარჩინა.

image1დანტე ალიგიერის შემოქმედება არა მარტო აგვირგვინებს დასავლეთევროპული განვითარების ეტაპს, არამედ ხნის ახალ ფურცელს კაცობრიობის ისტორიაში, მას აღორძინებას უწოდებენ. რენესანსის ეპოქის შემოქმედებმა ყურადღების ცენტრში მოაქციეს ადამიანი (ანთროპოცენტრიზმი), რომაც მისცა სახელწოდება მთელ მოძრაობას–ჰუმანიზმი (ჰუმანუს(ლათინ.)– ადამიანური). მთავარი იდეა იყო მისწრაფება ჰარმონიულობისკენ, ყოველმხრივი Continue reading

შუა საუკუნეები • დასავლეთ ევროპის კულტურა და სოფლმხედველობა

ბავშვობაში უამრავი დასურათებული წიგნი მქონდა ყველა ეპოქაზე. შუა საუკუნეები არასდროს მიყვარდა, არ ვიცი რატომ. ალბათ ვფიქრობდი, რომ არაფრით იყო გამორჩეული და უბრალოდ ამაზეც ხომ უნდა დაეწერათ რამე. როცა გავიზარდე, მივხვდი, რომ ასეც არ არის:

Continue reading

The illusion of separation

მიუხედავად იმისა, რომ კრეაციონიზმს ქვეცნობიერად ყოველთვის ვეწინააღმდეგებოდი, რა თქმა უნდა, მას შემდეგ, რაც გავიგე სიტყვის მნიშვნელობა, ჩემი არსებობის 18 წლის მანძილზე ღრმად არასდროს ჩავძიებივარ ევოლუციას. ზედაპირულად ვუყურებდი ლინეს და სხვა ამ მიმდევრების წარმომადგენლებს და ვფიქრობდი, როგორ შეეძლოთ ეფიქრათ, რომ სამყარო უცვლელია და არ ვითარდება. თუმცაღა მაინც არასდროს დამიძალებია ჩემი თავისთვის გამეაზრებინა უფრო ღრმად და გავქცეულიყავი ევოლუციაზე ერთ ჩარჩოში ჩასმულ შეხედულებას, რომელიც ყველამ კარგად იცის: Continue reading

პოსტ-იმპრესიონიზმი • ვინსენტ ვან გოგი • ტურბულენტობა

 ესაა მგონი ერთადერთი პოსტი, რომელიც ნატგეოში წაიკითხეს (მგონი) და მოეწონათ.

‘’პოსტ–იმპრესიონიზმი– ეს იყო ძირითადად ფრანგული მხატვრობის მიმდინარეობა, რომელიც 1886–1905 წლებში გავრცელდა. იგი მოიცავს წლებს- იმპრესიონისტების ბოლო გამოფენიდან ფოვიზმის დაბადებამდე.’’ პოსტ–იმპრესიონიზმი პირდაპირ უკავშირდება ოთხი მხატვრის სახელს, ესენი არიან: პოლ სეზანი, პოლ გოგენი, ვინსენტ ვან გოგი და ჟორჟ სერა. Continue reading

”ენეიდა”

ბერძნებისა და რომაელების დაპირისპირების ამბავი ცნობილია. რომს ყოველთვის მიაწერდნენ პლაგიატობას, გაბატონებული იყო აზრი რომ მათ არაფერი შეუქმნიათ. ქრისტეს შობამდე პერიოდში, ითვლებოდა რომ ბერძნებისაგან განსხვავებით , მათ არ ჰქონდათ  არაფერი გამორჩეული, მათ შორის იყო კულტურა. რომის პირველი იმპერატორი ოქტავიანე ავგუსტუსი ძალიან იყო შეწუხებული ამ ფაქტით.Vergilius გადმოცემების მიხედვით, იგი დიდ ხანს ცდილობდა დაეინტერესებინა მის გარშემო შემოკრებილი ლიტერატორები, რომ შეექმნათ რაიმე დიდი პოემა, ან  ეპიკური ნაწარმოები, რომლის მთავარი გმირიც თვითონ იქნებოდა. ამ მისიის აღსრულება პუბლიუს ვერგილიუს მარონმა იკისრა.
ის ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველ საუკუნეში ცხოვრობდა. ლიტერატურული მოღვაწეობა ადრევე დაუწყია, მისი პოლიტიკური დაინტერესება  გამძაფრდა იმპერატორთან დაახლოების შემდეგ. იგი ძირითადად ‘’ბუკოლიკებს’’ თხზავდა. Continue reading