ცოდნის დაგროვება • კოგნიტიური განვითარება

მოვიდა ფსიქოლოგიის დროც.

ჩემს პატარაობაში ხშირად მესმოდა მსგავსი კითხვები: „1 კგ ბამბა უფრო მეტს იწონის თუ 1 კგ ასფალტი?“ თქვენ ალბათ გაგეცინებათ, რადგან კოგნიტიური განვითარების გზაზე საკმაოდ შორს ხართ, თუმცა ოდესღაც თქვენში, ისევე როგორც ჩემში ასეთი მარტივი საკითხები გონების აბნევას გამოიწვევდა.

თავისთავად ცხადია, რომ აზროვნებისა და ზოგადად პიროვნების ჩამოყალიბებაში უამრავი ფაქტორი იღებს მონაწილეობას. ისევე როგორც გენომი, ასევე გარემო-პირობები ჩვენს განვითარებაზე ზემოქმედებას იწყებენ დაბადებამდე საკმაო ხნით ადრე და ამას სიცოცხლის ბოლომდე აგრძელებენ.

ჩვენ ამ ქვეყანას ვევლინებით დაახლოებით იმდენივე ტვინის უჯრედით, რა რაოდენობაც შენარჩუნებულია მთელი სასიცოცხლო გზის ბოლომდე, თუმცა ისინი მუდმივად ახლდებიან და მათ შორის კავშირი უფრო და უფრო ჩახლართული ხდება.

ჩვენს ცხოვრების მანძილზე მომხდარ სოციალურ, ემოციურ, კოგნიტიურ ცვლილებებს სწორედ განვითარების ფსიქოლოგია შეისწავლის. და მასზე საუბრისას შეუძლებელია არ ვახსენოთ ჟან პიაჟე, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა ბავშვთა განვითარების კვლევაში. პროფესიით ზოოლოგი მოგვიანებით დაინტერესდა მცირეწლოვანი ბავშვების ფსიქოლოგიით და აღმოაჩინა, რომ ისინი უცნაურად პასუხობდნენ ზრდასრულებისთვის უმარტივეს კითხვებს.343f056

კვლევების შედეგად დაასკვნა, რომ გარკვეული ასაკის ბავშვები არასწორად პასუხობდნენ კითხვებზე, როცა ოდნავ მოზრდილები და ზრდასრულები უშეცდომოდ რეაგირებდნენ.

თუ სხვები უბრალოდ მიიჩნევდნენ, რომ ეს შეცდომები ბავშვური გულუბრყვილობისა და დაუფიქრებლობის ბრალი იყო, ჟან პიაჟე მიხვდა, რომ ადამიანები გადიან „კოგნიტიური განვითარებისა და ინტელექტუალური პროგრესის“ გარკვეულ ეტაპებს.

მთავარი კითხვა ასეთი იყო: როგორ იზრდება ჩვენი ცოდნა?

მან ეს ყველაფერი ახსნა „სქემების“ საშუალებით. სქება- ესაა მენტალური ჩარჩო, რომელიც გვეხმარება ინფორმაციის ინტერპრეტაციაში.

ჩემი აზრით, ყველას მიზანია ჩაწვდეს სამყაროს არსს. მისი შემეცნება იწყება გარკვეული კონცეფციებით-მსგავსი საგნების, ხალხის იდეების დაჯგუფებებით. ჩვენ გვიყვარს ყველაფრის გაერთიანება და ამავდროულად დაყოფა. ამით გარკვეულწილად ვიმარტივებთ საქმეს. მსგავსი შინაარსები რომ არ არსებობდეს, მოგვიწევდა ყველაფრისთვის ინდივიდუალური სახელის დარქმევა, რამის მოყოლისას აბსოლუტურად ყველაფრის განმარტება, ემოციების ამ ემოციების გამომწვევი საგნების, თვითონ ამ სიტყვების, რომლითაც ამ ყველაფერს გამოვთქვამდით.

თუ ჩემი ფილოსოფიის ესე წაიკითხეთ, მაშინ გეცოდინებათ:

აზროვნების ორგანიზებისთვის ჩვენი ტვინი იყენებს პროტოტიპებს (Prototype Psychology: Prototype Theory),-მენტალურ სურათებსა და სიმბოლოებს რათა ამ სიმბოლოებით გაიაზროს სხვა სიმბოლოები, სხვა სიმბოლოებით კიდევ სხვა სიმბოლოები.

პროტოტიპები აუცილებელი რამაა. როცა გვესმის სიტყვა ჩიტი წარმოგვიდგება ბეღურა (უმრავლესობას) და არა ჟირაფი ან ვეფხვი. ყველა არსების უამრავი სახეობის მიუხედავად ჩვენი ტვინი მაინც ასაშუალოებს და პროტოტიპთან ყველაზე მიახლოებულ არსებაზე ფიქრობს.

მიუხედავად იმისა, რომ სიმბოლოები და პროტოტიპები აჩქარებს ჩვენს აზროვნებას, ის ამავდროულად გარკვეულწილად ამწყვდევს, აჩლუნგებს მას და ცუდ მდგომარეობაშია, როცა რამე ჩარჩოებში არ ხვდება. ამის საუკეთესო მაგალითად მოჰყავთ ხოლმე მდედრობითი სქესის ექიმი. ასეული წლის წინ მისი დანახვა ალბათ დიდ საფიქრებელში ჩააგდებდა ზოგიერთს, რადგან მათ გონებაში ქალისა და ექიმის პროტოტიპები არანაირად არ კვეთდა ერთმანეთს. სამწუხაროდ ბევრი დღესაც განიცდის ამ მენტალურ გასაჭირს.

thin-1022_chess_horse_game-512სწორედ ამ სქემებს- ანუ ჩარჩოებს ვიყენებთ როცა ჩვენი გარემო რაიმე ახალ ინფორმაციას გვაწვდის. დაახლოებით 10 წლის წინ ზაფხულში, როცა ჭადრაკს ვმეცადინეობდი, ჩემი პატარა მეზობელი შემოვიდა და გართობის მიზნით მამაჩემმა ჰკითხა – მხედარზე, აბა ამ ფიგურას რა ჰქვიაო და იმანაც დაუფიქრებლად უპასუხა-ვირიო.

ჟან პიაჟემ კოგნიტიური განვითარების 4 ეტაპი გამოჰყო და აღწერა, თუ როგორ შევიმეცნებთ ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე.

  1. პირველი- ესაა სენსორიმოტორული ეტაპი, რომელიც დაბადებიდან 2 წლამდე გრძელდება. ეს ის პერიოდია, როცა ახალშობილები სამყაროს შეიცნობენ თავიანთი გრძნობის ორგანოებით, ყველაფერს გემოს უსინჯავენ და ა.შ ამ ასაკის ბავშვებს ძირითადად ეშინიათ უცხოების, აუცილებლად უნდა ხედავნდნენ რაიმეს, რომ დარწმუნდნენ მის არსებობაში. თვალებზე ხელის აფარების თამაში სწორედ აქედან მოდის. რაიმე საგნის ხედვის არედან გაქრობის შემთხვევაში, მათ მისი არსებობის შეგრძნება ეკარგებათ.

 

  1. პრეოპერაციული პერიოდი- 2-დან 6-წლამდე. ამ ეტაპის განმსაზღვრელი ცნება ეგოცენტრიზმია. ბავშვებს ამ ასაკში უჭირთ სხვისი მხრიდან რაიმეს წარმოდგენა. ეგოცენტრიზმი ბოლომდე სამწუხაროდ არ ქრება და ზოგიერთ ინდივიდს მიჰყვება სამუდამოდ. ამ პერიოდში ასევე აღინიშნება რაიმე საგნების გასულიერება და მათზე ცოცხალი არსების ნიშნების მიწერა. ამ ეტაპის მეორე ნაწილში უკვე სერიოზული წინსვლა აღინიშნება მათ გონებაში, ნელნელა უვითარდებათ თანაგრძნობის უნარი. ამ დროს იწყება გადამდები მთქნარება (empathy yawn).

 

  1. ოპერაციული პერიოდი- 6-12 წლამდე, როცა იწყება ლოგიკური აზროვნების განვითარება.

 

  1. ფორმალური ოპერაციული პერიოდი- 12-წლიდან, ამ დროს უკვე პრობლემას აღარ წარმოადგენს შებრუნებული აზროვნება, ცენტრიზაცია და ა.შ. იწყება აბსტრაქტული, ანალიტიკური აზროვნების განვითარება.

ჟანის 4 ეტაპიან სქემას ბევრი აკრიტიკებდა მისი გამარტივებული შეხედულებებების გამო. ფსიქოლოგიის განვითარებასთან ერთად მეცნიერებმა შეძლეს ახალშობილების (3 თვემდე) კოგნიტიურ განვითარებაზე დაკვირვებაც კი. დღეს უკვე განვითარების გზა უფრო მთლიანობასა და დინამიკაშია დანახული, ვიდრე ცალკეულ ეტაპებად.

თვითონ ჟანიც კი ხვდებოდა, რომ მისი თეორია არ იყო ბოლომდე ამომწურავი, თუმცა მთავარი იყო ის, რომ მან დაამკვიდრა ახალი მიდგომა და ახსნა, რომ ბავშვების აზროვნება რადიკალურად განსხვავდება ჩვენგან.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s