შემეცნების პრობლემები, რა შემიძლია ვიცოდე?

მოვიდა ფილოსოფიის ესეების დროც.

შემეცნების ზუსტ განმარტებას ვერც ერთი ქართული ლექსიკონი ვერ გვაძლევს, იძულებულნი ვართ დავეყრდნოთ ჩვენს წარმოდგენას ცოდნის დაუფლების პროცესთან დაკავშირებით. ამიტომაც მე მისი ინგლისური შესატყვისი უფრო მომწონს-cognition, რომელიც ცოდნას, მახსოვრობას, გააზრებას კომუნიკაციასა და სწავლას აერთიანებს. ეს ყველაფერი კი უფრო მეტად ქართულში- ცნობიერებას შეესაბამება, გამოდის, იგი შემეცნების გარკვეული შედეგია.

ჩემს გაოცებას არ აქვს ხოლმე საზღვარი, როცა ვეცნობი ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე პროცესებს. იმ ქსელს, რომელსაც ცენტრალური ნერვული სისტემა აკონტროლებს. ცნობილი ფაქტია, რომ სერიოზული საჭადრაკო პარტიის შემდეგ ერთ-ერთმა მოპაექრემ წონაში 3კგ დაიკლო. 10 წლის განმავლობაში აქტიურად ვთამაშობდი ჭადრაკს. არასდროს სჯეროდათ, როცა ვიღლებოდი 5-6 საათიანი პარტიის შემდეგ და თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს მთელი დღე ყანა მეთოხნოს. ჩვენი ნორმალური ფუნქციონირებისთვის ტვინს ისედაც სხვა ყველა დანარჩენ ორგანოზე მეტი, მთელი ორგანიზმის ენერგიის 20% ეხარჯება. გასაგებია, თუ რატომაა ის ზარმაცი და ასე რატომ არ უყვარს სწავლა.giphy

რატომ იღებენ ჭკვიანი ადამიანები სულელურ გადაწყვეტილებებს? ჯერ კიდევ ბევრს რატომ ჰგონია, რომ დედამიწა ბრტყელია ან კაცობრიობას მთვარეზე არ დაუდგამს ფეხი?

ჩვენ ერთადერთი ცხოველები არ ვართ, რომელსაც ცნობიერება აქვს. მისი ნიშნები არაერთ ცოცხალ არსებაში ფიქსირდება, მაგალითად, სპილოებს ერთმანეთის სწავლების უნარი აქვთ. თუმცა რატომ გამოვირჩევით ასე ძალიან? რენე დეკარტს მიაჩნდა, რომ ამის მიზეზი ფიქრის შესაძლებლობა იყო. თავის მედიტაციებში მოაზროვნე არსებას განმარტავს შემდეგნაირად: ის, ვინც ეჭვდება, იაზრებს, ამტკიცებს, უარყოფს, ოცნებობს, წარმოიდგენს და შეიგრძნობს.

ყველაფერი, ალბათ, გაცილებით მარტივი იქნებოდა, ტვინი კომპიუტერივით რომ ფუნქციონირებდეს და ლოგიკურად ამუშავებდეს ინფორმაციას. ამის საპირისპიროდ ჩვენს მოვარდისფრო რბილ ქსოვილს მათემატიკაზე ბევრად მეტი შეუძლია და ის, რასაც ყოველდღიურად სჩადის, ხშირ შემთხვევაში, ძალიან შორსაა ლოგიკისგან. რაც არ უნდა იყოს, ცნობიერების ხარვეზები, უაზრო ინტუიციები, ცრურწმენები და ილუზიები გვაყალიბებს ინდივიდებად, იმ ცალკეულ პიროვნებებად, რომლებიც საკუთარი ირაციონალური აზროვნებით გამოირჩევიან და ამით სჯობნიან თავისივე ხელით შექმნილ ლოგიკურ კომპიუტერულ სისტემებს, რომლებიც გაკეთების მომენტიდანვე იწყებენ გაფუჭებას. როგორც რენე დეკარტი იტყოდა, „ვფიქრობ, მაშასადამე, ვარსებობ!“ მისივე აზრით, მოაზროვნე არსებები შეუძლებელია იყვნენ ღმერთივით სრულყოფილები, ისინი უშვებენ შეცდომებს.

პლატონის „ფედონში“ სოკრატეს ერთ-ერთი არგუმენტი სულის უკვდავების შესახებ თანდაყოლილ ცოდნას შეეხება. მისი თქმით, ჩვენ გვაქვს წარმოდგენა აბსტრაქტულ იდეებზე, ისეთი როგორიცაა მშვენიერება, თანასწორობა, სამართალი. აბსოლუტური თავისუფლება არ არსებობს. 2 ხის მორი ვერასდროს იქნება ზუსტად ერთნაირი, მიუხედავად მათი მსგავსებისა. კაცმა არ იცის, რა არის აბსოლუტური მშვენიერება რეალურად, თუმცა ეს ცნება თავიდანვე ჩადებულია ჩვენს ცნობიერებაში.

როცა ცოდნაზე ვფიქრობ ყოველთვის ეს მახსენდება:15036338_1869879566564983_5730593395595745552_n

ჩემი აზრით, ყველას მიზანია ჩაწვდეს სამყაროს არსს. მისი შემეცნება იწყება გარკვეული კონცეფციებით-მსგავსი საგნების, ხალხის იდეების დაჯგუფებებით. ჩვენ გვიყვარს ყველაფრის გაერთიანება და ამავდროულად დაყოფა. ამით გარკვეულწილად ვიმარტივებთ საქმეს. მსგავსი შინაარსები რომ არ არსებობდეს, მოგვიწევდა ყველაფრისთვის ინდივიდუალური სახელის დარქმევა, რამის მოყოლისას აბსოლუტურად ყველაფრის განმარტება, ემოციების ამ ემოციების გამომწვევი საგნების, თვითონ ამ სიტყვების, რომლითაც ამ ყველაფერს გამოვთქვამდით.

აზროვნების ორგანიზებისთვის ჩვენი ტვინი იყენებს პროტოტიპებს (Prototype Psychology: Prototype Theory),-მენტალურ სურათებსა და სიმბოლოებს რათა ამ სიმბოლოებით გაიაზროს სხვა სიმბოლოები, სხვა სიმბოლოებით კიდევ სხვა სიმბოლოები, და საბოლოოდ ძალიან დიდ მანკიერ წრემდე დავდივართ.

¯\_(ツ)_/¯

პროტოტიპები აუცილებელი რამაა. როცა გვესმის სიტყვა ჩიტი წარმოგვიდგება ბეღურა (უმრავლესობას) და არა ჟირაფი ან ვეფხვი. ყველა არსების უამრავი სახეობის მიუხედავად ჩვენი ტვინი მაინც ასაშუალოებს და პროტოტიპთან ყველაზე მიახლოებულ არსებაზე ფიქრობს.

მიუხედავად იმისა რომ სიმბოლოები და პროტოტიპები აჩქარებს ჩვენს აზროვნებას, ის ამავდროულად გარკვეულწილად ამწყვდევს, აჩლუნგებს და ცუდ მდგომარეობაშია, როცა რამე მის ჩარჩოებში არ ხვდება. ამის საუკეთესო მაგალითად მოჰყავთ ხოლმე მდედრობითი სქესის ექიმი. ასეული წლის წინ მისი დანახვა ალბათ დიდ საფიქრებელში ჩააგდებდა ზოგიერთს, რადგან მათ გონებაში ქალისა და ექიმის პროტოტიპები არანაირად არ კვეთდა ერთმანეთს. სამწუხაროდ ბევრი დღესაც განიცდის ამ მენტალურ გასაჭირს.

დავუბრუნდეთ ისევ ცოდნას.

თითოეულმა ჩვენგანმა ბევრი რამე იცის: სახელი, მისამართი, ტრამპი რომ პრეზიდენტია.. ის, რომ ევოლუცია სიცოცხლის საუკეთესო ახსნაა, თუმცა ზოგი ჯერ კიდევ ღრმადაა დარწმუნებული კრეაციონიზმში. რითი აიხსნება ის, რომ განსხვავებულმა ადამიანებმა განსხვავებული რაღაცები ვიცით? ანუ ვიცით, რომ ევოლუცია საუკეთესო ახსნაა და ამავდროულად ისიც, რომ ზოგს სწამს კრეაციონიზმის? საერთოდ რა არის ცოდნა?

როგორც მავანი ლეინი იტყოდა (Lane P. Lester, Ph.D.), რამის ცოდნა ნიშნავს, რომ ჩვენ გვჯერა მისი ჭეშმარიტების, თუმცაღა რამის ცოდნა ნამდვილად არ ხდის მას ჭეშმარიტს და ის ფაქტი, რომ უმრავლესობის ცოდნა განსხვავებულია, ცხადყოფს იმას, რომ ზოგი ადამიანი ტყუილში ცხოვრობს. მაგალითად მე, რომელსაც მჯერა გლობალური დათბობის და ჩემი ერთ-ერთი ლექტორი, რომელსაც ეს სიცრუედ მიაჩნია, ერთდროულად ვერ ვიქნებით ჭეშმარიტების მცოდნენი.sp ან მე ვცხოვრობ ტყუილში, ან ჩემი ლექტორი, ან შეიძლება ორივე, ანუ მან თუ გარკვეული ფაქტებიდან გამოიტანა დასკვნა, რომ გლობალური დათბობა ბლეფია, მას ჰგონია, რომ ეს იცის, თუმცა ის ფაქტი, რომ ჩემმა ლექტორმა იცის, რომ გლობალური დათბობა ტყუილია, ხდის ამ მოძღვრებას ჭეშმარიტს საზოგადოდ?

ამჯერადაც დავეთანხმები დოქტორ ლეინს იმ მოსაზრებაში, რომ ჩვენ სამყაროს შევიმეცნებთ 2 გზით: პერსონალური გამოცდილებით ან სხვისი მონათხრობით.

საიდან ვიცით, რომ დედამიწა მრგვალია? ასტროფოტოებით, რომლებიც ჩვენ არ გადაგვიღია, ფიზიკური გამოთვლებით, რომელთა გააზრება მცირედს თუ ძალუძს. ჩვენ უბრალოდ იძულებულნი ვართ ეს დავიჯეროთ. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ საკუთარი გრძნობის ორგანოების უფრო გვწამს, ვიდრე სხვისი ზღაპრების, ზოგიერთი დღემდე ფიქრობს, რომ პლანეტა ბრტყელია. შეიძლება სხვისი არ დავიჯეროთ, თუმცა ხშირ შემთხვევაში არ ვითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ გრძნობები ხშირად გვატყუებს და, უმეტესწილად, იმას აღვიქვამთ, რაც ჩვენი წარმოდგენებით ჭეშმარიტებას შეესაბამება. გამოდის, რომ ყველანი ტყუილში ვცხოვრობთ.

დეკარტეს აზრით, ჩვენ კითხვები უნდა დავუსვათ სხვებს და რაც გვესმის, ყველაფერი ჭეშმარიტად არ მივიჩნიოთ. „გონება საშუალებას გვაძლევს, რომ შევიმეცნოთ და განვვითარდეთ“.

de4b5804df8996fdbab4eeb593d648b2-1

როცა ვსაუბრობთ შემეცნებაზე შეუძლებელია გამოვტოვოთ პლატონი და მისი „გამოქვაბული“ „სახელმწიფოში“, რომელიც ჩვენი ცხოვრების ალეგორიას წარმოადგენს.  პლატონი ფიქრობდა, რომ ყველამ უნდა გამოვცადოთ დაბალი საფეხურები, რათა შევწვდეთ უმაღლესს. თითოეული ჩვენგანი იწყებს შემეცნებას წარმოდგენებით „გამოქვაბულში“, ხელფეხდაბმული. შემეცნება სწორედ ისაა, რამაც უნდა გამოგვიყვანოს სიბნელიდან რაც შეიძლება შორს. ყველა ერთნაირ გზას ვერ გაივლის მისი სიღრმიდან. ამიტომაც ზოგი მწარმოებელია, ზოგი მეომარი, ზოგიც კი ფილოსოფოსი-მეფე.

დღეს შემეცნების საუკეთესო გზად- მეცნიერული აზროვნება მიიჩნევა. ნაწილი მეცნიერული ცოდნისა, ჩემს შემთხვევაში, პირადი გამოცდილებიდან მოდის. მაგალითად ის, რომ იზოპროპილის სპირტს ცუდი სუნი აქვს და რაც უფრო განვაზავებთ, მისი ზედაპირული დაჭიმულობა უფრო და უფრო უახლოვდება წყლისას. თუმცა უდიდესი ნაწილი სხვა არაფერია, თუ არა სხვების მონათხრობი, რომლებმაც სხვა მეცნიერებისგან, ან წიგნებიდან შეიმეცნეს ესა თუ ის საკითხი. თუნდაც ის, რომ რა ხსნარზეც ვატარედით გამოკვლევას, ნამდვილად იზოპროპილის სპირტი იყო.

¯\_(ツ)_/¯

 

გამოყენებული ლიტერატურა:

Advertisements

One thought on “შემეცნების პრობლემები, რა შემიძლია ვიცოდე?

  1. ლაბორანტი says:

    გირჩევდით ფილიპ დიკის ვალისის წაკითხვას.შეძლებდით შემეცნებაში ჩაძიებას მხოლოდ კოლბების მტვრევა ვერ გიშველით შემეცნების პრობლემების დანახვაში

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s