International Chemistry Olympiad 2016

რაც ოლიმპიადა დასრულდა, დღეს პირველად გამოვიარე ლაბორატორიებთან. ყველაფერი ბზინავდა სისუფთავისგან, Everything was extremely sad though. მე და ნათია შევედით 116-ში და პირდაპირ გვეცა მე-3 ლაბ დავალების სუნი (organic task). ალბათ unknown-ების სუნისა და DNPH-ის კვალს დიდი ხანი ვერ მოვიცილებთ. (აქ რამდენიმე წამიანი სიჩუმით მოვიგონოთ თენგოს ახალი კონვერსები T.T)

IChO-ზე დიდი ხანია ვაპირებ გრძელი პოსტის დაწერას, თუმცა ვერაფრით მოვაბი თავი. ალბათ ელენესთვის განკუთვნილმა ჩანთამ იქონია გავლენა. რასაც ახლა დავწერ, არც ის იქნება საკმარისი.

მთელი ოლიმპიადა ისე დამთავრდა გამოქვეყნებული ალბათ 5000 სურათიდან არც ერთში არ მოვხვდი. ამიტომ ვიზუალურ გაფორმებაზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ. ასევე ალბათ არ გამომივა ყველაფრის ჩატევა ამ პოსტში და როგორც ახლა 1 თვის შემდეგ ვუყურებ ყველაფერს, იმას გადმოვიტან მხოლოდ. ამიტომ იჩოელებს იმედია არ ეწყინებათ.

“მთელი დღე დავრბოდი”- ასე იწყება ჩემი დღიურის 11 ივლისის ჩანაწერი (არ ვიტყუები, მართლა მაქვს დღიური).

ისიც კი არ ვიცი, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში რანაირად ვავსებდი დღიურს. ამიტომაა სწორედ რამდენიმე დღე საერთოდ გამოტოვებული მაქვს და ისეთი სიტყვებითაა აღწერილი, აქ ვერ დავწერ.

ოლიმპიადა რამდენადაც რთული იყო, ამასთანავე ორმაგად ძვირფასი იყო ჩემთვის. პირველი ის, რომ ქიმიას უკავშირდებოდა და ამდენი უცხოელი წარმატებული ქიმიკოსის ნახვა ერთად დიდი ამბავი იყო, მეორე სიტუაცია და სუნიც კი მახსენებდა ჭადრაკის ჩემპიონატებს და ხანდახან საოცრად მაწვებოდა.

tumblr_nraffa4Aqu1u8q7sno1_500

ამდენი ხნის შემდეგ უსაზღვრო რაოდენობის სტიკერების კვრა (რომელიც მგონი საუკეთსო საქმე იყო) ან მათი აძრობა, შემდგომ თავიდან დაკრობა და კიდე სკოჩით გადავლა, რომ არ ასძვრეს ისეთი სიმძაფრით აღარ ხეთქავს ჩემს გონებაში.

ენივეიზ,

რა სარგებელი მოიტანა ოლიმპიადამ ?

  • ბრინჯაოს მედალი
  • ახალი ნაცნობობა მსოფლიოს მასშტაბით (აი, ახლაც შემაწყვეტინეს წერა, მაგრამ მგონი რახან დავიწყე, ჩავალ ბოლოში)
  • გამოცდილება (ძალიან დიდი)
  • მათ შორის ერთი და იგივე რამის მექანიკური კეთება მთელი დღე, რომელსაც აზროვნება არ სჭირდება. სტიკერებში ერთპიროვნულად გავიწაფე. 2 კვირის წინ დედაჩემმა ტყემალი გააკეთა და ქილებზე მთხოვა ეტიკეტების დაკვრა. ვაიმეეეეეეეეეეეე, რამდენიმე წუთში ისე ჩამოვამწკრივე, სკოჩი, მაკრატელი და ფურცლები სულ ჰაერში დაფრინავდა.
  • ახალი ანთება მუხლისა და მოგვიანებით მხრის სახსარში (მიუხედავად იმისა, რომ ყველა ჩემს ფეხს უფრთხილდებოდა [ჩემზე მეტად] და მიკრძალავდა  სირბილს).
  • ბევრი ნერვიულობა

მოკლედ, ოლიმპიადა რომ მთავრდებოდა ვამბობდი წყალტუბოს პანსიონში უნდა წავიდე-მეთქი ერთი კვირა, (ვხუმრობ, მართლა მასეთი კი არ იყო).

პირველი ორი კვირა “ქარხნული სამუშაოს” ფონზე წარმატებით ვიცილებდი ტესტირებაზე შესვლის პასუხისმგებლობას. ვიცოდი, ნორმალურს ვერაფერს გავაკეთებდი იქ, სამეცნიერო კომიტეტისთვის კი საჭირო იყო გამოცდილ ხალხს გაეტიტრა და გამოეცადა ოლიმპიადის ამოცანები. იმის მიუხედავად, რომ ამბობდნენ, არაუშავს არაუშავსო, მაინც ძალიან მნიშვნელოვანი იყო იქ კომპეტენტური ხალხის შესვლა.

ყველაზე დიდი სარგებლის მომტანად თავი ვიგრძენი, როცა საბოლოოდ შევედი გამოცდაზე და ლაბორატორიულ სამუშაოში პრობლემა აღმოვაჩინე. მე და ევგენი ერთმანეთს დავეთანხმეთ, ნატაშა დარწმუნებული გვეუბნებოდა, რომ ისო  5 წამში უფერულდება და თქვენ ეტყობა ყურადღება არ მიაქციეთო. აქ ჩაერთო ევგენის შარმი და ჩემი წინააღმდეგობა, რომ არ უფერულდებოდა მე-4 unknown-ი 5 წამში. განსხვავების დანახვა სხვა ნიმუშებთან ერთად არ იყო მარტივი. საბოლოოდ მივიდნენ იმ გადაწყვეტილებამდე, რომ პროტოკოლში ცვლილება შეეტანათ. I felt fabulous.

ბოლო კვირიდან და ზოგადად ოლიმპიადის ოფიციალური გახსნიდან დაიწყო ჩვენი ნაწილობრივი სამუშაო ჰოლიდეი ინნში. იქაური გარემო ბევრად კარგი იყო, საჭმელიც (ეს რომ არ მეხსენებინა, არ შეიძლებოდა) მე და ჰოლიდეი ინნის საჭმელი დავახლოვდით.

ერთადერთ რამეზე მწყდება გული. ვერ გავიცანით მონაწილეები. დამკვირვებლად 117-ე ლაბორატორიაში გამანაწილეს და თქვენ წარმოიდგინეთ 25-მდე ბავშვი, რომელიც ბეჯითად, ჩუმად, ყურადღებით მუშაობს ლაბორატორიაში. მსგავსი შემთხვევა არც იყო და აღარც გამეორდება ალბათ საქართველოში.

უნდა გენახათ, ეს იყო საოცრება. თავიდანვე ყურადღება მივაქციე ერთ რუმინელს, რომელსაც ზუსტად ისეთი ფერის კონვერსები ეცვა, მეც რომ ვაპირებდი ადრე ყიდვას. ფეხსაცმლიდან მაგიდაზე გადავიტანე ყურადღება და ალბათ 3 საათი ვერ მოვწყდი. იმის ყურება, ეს მონაწილე როგორ მუშაობდა, როგორ ანაწილებდა დროს, ბედნიერება იყო. იმედები არ გამიცრუა და პირველი სწორედ მან მოითხოვა მე-3 დავალება (ის კარგი სუნი რომ ჰქონდა, არა ახლა უკვე მართლა კარგი). ბოლო 1 საათი მხოლოდ წერდა, დამთავრებული ჰქონდა ყველაფერი, როცა დანარჩენებმა ორგანული ნაწილის დაწყებაც ვერ მოასწრეს. to be continued…

ბოლო ორი დღე განსაკუთრებით ემოციური გამოდგა.

დაჯილდოვების წინა ღამეს, როცა ბოლო ჯური მითინგი მთავრდებოდა, გაბორმა ყველას დიდი მადლობა გადაუხადა (ჩვენი ჩათვლით). ბოლოს წამოდგა ერთი კაცი, არც სახელი ვიცი, არც გვარი, მაგრამ აშკარად მნიშვნელოვანი თანამდებობა ეკავა ოლიმპიადებზე მრავალი წლის განმავლობაში. თქვა, რომ უკვე დროა, დავისვენოო. მანაც მადლობა გადაუხადა ყველას და მოვიდა გაბორის ჯერიც. პირველმა მხოლოდ მან აღნიშნა, რომ გაბორისთვის მადლობა არავის გადაუხდია და საოცარი საჩუქარი გაუმზადა მადლიერების ნიშნად. Thank you for saving the 48th olympiad-ო.

აი, აქ ვიყავი:

tumblr_nraffa4Aqu1u8q7sno1_500.gif

რომ წამომივიდა ღაპაღუპით ცრემლები, ძლივს დავწყნარდი.

ეგ რაარი.

მეორე დღეს ოუფენ ეარის ბოლო დღე იყო, დემიენის ჩამოსვლას ველოდებოდი მგონი 5 თვე და ამის გამო ვტოვებდი როგორც დაჯილდოვებას, ისე ბანკეტს. კარგად რომ გავიაზრე, მივხვდი, რომ ბანკეტი არ იყო იმდენად მნიშვნელოვანი, როგორც დაჯილდოვება და თუ იქ წავიდოდი, იმდენად აღარ დამწყდებოდა გული.

გამოვიპრანჭე მარნეულის პატარძალივით და წავედი დაჯილდოვებაზე.

2 საათი მალე გავიდა, საკმაოდ დიდი ხანი გაგრძელდა დაჯილდოვება. საბას მედალში აღარავის ეპარებოდა ეჭვი, მხოლოდ ის იყო გასარკვევი ვერცხლი იქნებოდა თუ ბრინჯაო. ძალიან მიკვირდა, რომ ჩემი ფავორიტი რუმინელი ოქროს მედალოსნებში არ გამოაცხადეს. ჯერ სად ვიყავი!

გამოაცხადეს, თან ყველაზე ბოლოს!

ისე ცხელოდა ბოლო კატალაიზერს ვინიავებდით მე და ანი და რაღაცაზე ვკამათობდით, როცა სცენიდან მომესმა:

…president of.. აქაც არ მიმიქცევია ყურადღება…pure and applied Chemistry-ო რომ გავიგე, კინაღამ გადმოვეშვი აივნიდან. მაგაზეც ისევე ამიჩუყდა გული, როგორც გაბორზე და წამომივიდა ცრემლები (გეუბნებით, უნდა წავსულიყავი პანსიონში-მეთქი). IUPAC-ის პრეზიდენტმა ახალ ელემენტებზე თქვა ერთი-ორი სიტყვა, თავიდან ბოლომდე ვერც გავიგე ანის ჯანჯღარში, მე რომ პოსტი დავწერე იმაზე ლაპარაკობს-მეთქი. განსაკუთრებული პრიზი გადასცეს თეორიულ ნაწილში ყველაზე მაღალი ქულის მფლობელს, შემდგომ პრაქტიკულში და დადგა ჯერი ორივეში საუკეთესო მაჩვენებლიანი გენიოსისა!

და ვინ იყო ეს?

ჩემი რუმინელი!

აი აქ ჩავილაპარაკე ჰექსლეივით: -ჩონჩხიდან ვცნობ მშვენიერებას-მეთქი!

რუსთაველის თეატრის კიბეებზე კოჭლობით ჩამოვედი, ვისაც მოვასწარი დავემშვიდობე დიდი გულისტკივილით, ბევრს ვერც დავემშვიდობე და ტაქსის კარებამდე ძლივს მივაღწიე ისე მტკიოდა ფეხი და მაღალქუსლიანების გამო თავბედს ვიწყევლიდი.

აი, ასე დამთავრდა ჩემთვის მთელი ოლიმპიადა. ის უზომო შრომა, ძალისხმევა, რომელიც თითოეულმა წევრმა გასწია.

ახლა გამახსენდა, რომ მაქვს ერთი ფოტო. ნატალიმ გადამიღო და აპოკალიფსი დაარქვა.
აბა, როდისღა ვნახავთ ასეთ დერეფნებს?

13686736_1308631269166412_7271114820539344932_n

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s