famous masterpieces updated

ეს განახლებული კოლექცია art people gallery-მ გამოაქვეყნა 8 იანვარს, მაშინ ჯერ კიდევ არ იყო ეს ბლოგი შექმნილი და მაინც გადავწყვიტე შემდგომში აუცილებლად დამეწერა რამე. ასეთი ”განახლებული” ნახატებია 200. რითია ეს განსხვავებული?

არაფრით.

ქვევით მითითებულია ლინკი და შეფასებებშიც უამრავ ნეგატიურ კომენტარს მოჰკრავთ თვალს, აი, ერთ-ერთი მათგანი: ….this is not art! this is what pisses me off about this fucked up society. i can draw moustaches on photos as well or great works of art if i am that fucking shallow. this is fucking bullshit. talking animals anyone? maybe talking babies next?? idiots!!!

ის საკითხი, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს ხელოვნებად, ალბათ საკმაოდ სუბიექტურია, თუმცა ძველი და კლასიკური განმარტებით, ხელოვნება, ესაა რეალობის მხატვრული ასახვა და ამას უდავოდ ვხედავთ ამ ნამუშევრებში.

მართალია, ალბათ კორეელ არტისტს Kim Dong-Kyu-ს არც ისეთ, დიდ ძალისხმევად დაუჯდა დამტვრეული ტექნიკის მოთავსება შედევრებზე, თუმცა ისინი არაჩვეულებრივად ერწყმის დღევანდელ ხასიათს და საკმაოდ სახალისოცაა. ალბათ მსგავსი რამ, ნაკლებად ცნობილ ნახატებზე რომ გაეკეთებინა, არც კი დავეჭვდებოდით მის ორიგინალობაში.

რაც არ უნდა იყოს, 6 თვე გავიდა და მე ჯერ კიდევ აღფრთოვანებული ვარ ამ კოლექციით:

535321_1025693630836286_4060358653817183849_n

Gustave Caillebotte-L’homme au balcon, boulevard Haussmann (1880)

800px-Gustave_Caillebotte_-_Paris_Street;_Rainy_Day_-_Google_Art_Projectგუსტავს ბევრი აივანი აქვს ასახული, თუმცა მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნახატი -პარიზის ქუჩებია,” წვიმიანი დღე”, თავისი საუცხოო გეომეტრიითა და გაყინული ფერებით, სწორედ ამან შესძინა ფოტოს ეფექტი. (photo-realistic effect that give the painting its distinctive and modern look), ეს არაფერ შუაშია, უბრალოდ რომ გაგხსენებოდათ, ვისზეა საუბარი.

1240019_1025693484169634_5926425145183959634_n

ეს ოთახი ჩემს ბლოგზე უკვე მეორედ ხვდება. მისი განახლება და მოდერნიზება ძალიან ხელსაყრელია.

12523164_1025693617502954_7704424475742058431_n

Man in chair

ალბათ მეც ასე დავტიროდი დაშლილ ლეპტოპს, როცა შნურს გამოვდე ფეხი.

10653466_1025693694169613_8344414392288582892_n

“კივილის” უამრავი ვერსიიდან ჩემი ფავორიტი მაინც სასწორი რჩება.

1917252_1025693524169630_945302784994827635_n

რენუარი ხშირად ხატავდა ქალთა მსგავს პორტრეტებს, რომელთაც ხშირად აქვთ ხელი სახესთან ახლოს.

12376213_1025693520836297_5466526220601472994_n

The card players- Paul Cezanne

ორიგინალ ნამუშევარში ეს ორი პიროვნება ბანქოს თამაშობს, ალბათ მაგიტომაც ვხედავთ სმართფონის ეკრანებზე მსგავს აპლიკაციას.

12400897_1025693640836285_7056604054542564220_n

12400888_1025693604169622_904855616643350026_n

12523005_1025693570836292_1493938525481399381_n

12400615_1025693564169626_5414661437739233904_n

12495043_1025693504169632_3996101492411957586_n

12507432_1025693544169628_992497731841352003_n

12507661_1025693480836301_1373672137551949752_n

პირადად, ჩემთვის საუკეთესო.

როცა შემთხვევით საინტერესო რამეს გადააწყდები, მეგობარი რომ საგულდაგულოდ მალავდა:

12508941_1025693590836290_8678641607567465743_n

iphones002-565x723

კასპარ დავიდ ფრიდრიხის ეს განახლებული ვერსია არ გამოუქვეყნებია art people gallery-ს, შემთხვევით გადავაწყდი ახლა და გულმა რეჩხი მიყო. როცა შედევრის, როგორც რომანტიზმის სიმბოლოს, ბევრი დეტალი იცი და არაერთხელ გაგირჩევია, გადაკეთებული ვერსია ცოტა გწყინს და ზევით რომ აღშფოთებული მნახველის კომენტარი დავაკოპირე, მსგავსი შეგრძნება მქონდა მეც. ჩემს თავს ვეწინააღმდეგები, თუმცა ალბათ შეუძლებელია ამ სურათების ნახვის დროს აირიდო mixed feelings. ერთი მხრივ მოწონების, მეორე მხრივ შეურაცხყოფისა და ამავდროულად აღფრთოვანების გრძნობები. ვგონებ, სწორედ ამიტომაც უნდა ეწოდოს მას ხელოვნება.

 

 

 

წყარო:

http://beautifuldecay.com/2013/11/15/kim-dong-kyu-gives-girl-pearl-earring-iconic-figures-paintings-tech-upgrades/

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s