I მსოფლიო ომიდან II მსოფლიო ომამდე

მე–20 საუკუნის 20–30–იანი წლები მეტად მნიშვნელოვანია, როგორც ისტორიის, ასევე ხელოვნების თვალსაზრისით. ამ პერიოდის ადამიანის ფსიქოლოგიური და სოფლმხედველობრივი ცვლილებები მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენების ფონზე ხდებოდა. ეს იყო ეპოქა პირველი მსოფლიო ომიდან მეორე მსოფლიო ომამდე. სწორედ ამ დროს ჩამოყალიბდა ყველაფერი ის, რასაც ჩვენ დღეს ვიზიარებთ. რთული არ არის იმის მიხვედრა, რომ 20–30–იან წლებში ყველაფერი ომის ირგვლივ ტრიალებდა. იგი ‘’უმთავრესი პერსონაჟი’’ გახდა, თუმცა არა პირველყოფილი დატვირთვით. თანამედროვე ომმა, რომლისთვისაც უკვე მეორეხარისხოვანი იყო ვაჟკაცობა და საგმირო საქმეები, ძირფესვიანად შეცვალა ადამიანის ბუნება, დათრგუნა და დაამდაბლა იგი. ეს იყო შიშის ეპოქა, შიში–სიკვდილისა, შიში–აპოკალიფსისა, განადგურებისა, დაცემისა.

ამ პერიოდში უკვე შეიცვალა პასუხი კითხვაზე: –‘’ ვინ ხარ შენ ახალო ადამიანო? ‘’. თუ აქამდე ეს იყო– მგზავრი, დემიურგი, პრომეთე, ან ვინმე, ვისაც ზეციური დანიშნულება ჰქონდა, ამჯერად დაკნინდა ადამიანის ცნება (კაფკას–‘’მეტამორფოზა’’). ის უკვე მეტი აღარაფერი იყო, თუ არა ‘’ბაცილა, მიკრობი’’. ამ აზრის ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი შეიტანა ევოლუციის თეორიის პოპულარობამაც. ის აზრი, რომ ადამიანი მაიმუნისგან წარმოიშვა საოცრად ამდაბლებდა მასზე წარმოდგენებს. წარმოიშვა ცნობილი ფრაზა: ‘’ ადამიანი წარმოიშვა მაიმუნისგან, მაშასადამე, გაუმარჯოს თავისუფლებას’’. სიტყვას–მაშასადამე– ყველაზე ტრაგიკული დამოკიდებულება აქვს ამ წინადადებაში.’’ მაშ, რაღა უნდა მოვთხოვოთ ადამიანს?’’ სწორედ ამიტომ უწოდეს 20–30–იან წლებს დეკადანსის ეპოკა, ამ დროის მოღვაწეებს კი ‘’დაკარგული თაობა’’.

რთულმა ცხოვრებამ შეცვალა ხალხის ფსიქოლოგია, დამოკიდებულება ურთიერთობებზე, ერთგულებაზე.  პერიოდის დასახასიათებლად საკმარისია გავიხსენოთ ლოურენსის ფრაზა (‘’ლედი ჩატერლეის საყვარელი’’) –‘’ ჩვენ იმდენად ტრაგიკულ ეპოქაში ვცხოვრობთ, რომ იძულებულნი ვართ ის არ აღვიქვათ ტრაგიკულად’’ (‘Ours is essentially a tragic age, so we refuse to take it tragically’’). ლიტერატურა ამ დროს ისევ მოდერნიზმს ეკუთვნოდა, თუმცა ეს ის მიმდინარეობაა, რომელიც დღესაც არსებობს, ‘’მოდერნიზმში ვართ დღესაც’’. ჩნდება აპოკალიფტური სახის ტექსტები. ძირითადად გამოყოფენ ორ საწყისს. პირველი–ესაა აპოლონური საწყისი: მშვიდი, გაწონასწორებული, მშვენიერი, რომლის მიზანია სამყაროს ერთიანობა. მაგალითდ ‘’ სიზიპეს მითი’’. მიუხედავად ტრაგიკულობისა კამიუ მაინც ცდილობს და ახერხებს სამყაროს მთლიანობა შეინარჩუნოს, მაშინაც კი, როდესაც თვითონაც არ სჯერა ამის. მეორე– ესაა დიონისური საწყისი– აპოლონურის საწინააღმდეგო, ქაოსი, არეულობა. ამის საუკეთესო მაგალითია ‘’მთვარის მოტაცება’’.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ამ ეპოქაში ჩნდებიან მწელები, რომლებმაც დაავიწროვეს გეოგრაფიული სივრცე. ხანდახან მთელი ისტორია ერთ ოთახშიც კი ხდება.

ამ პერიოდმა შექმნა ისეთი მნიშვნელოვანი ლიტერატურული ძეგლები, როგორიცაა ერიხ მარია რემარკის – ‘’დასავლეთის ფრონტი’’ და ერნესტ ჰემინგუეის ‘’მშვიდობით, იარაღო!’’.

image2.pngერნესტ ჰემინგუეი დიდი ხანი ითვლებოდა ‘’დაკარგული თაობის’’ , პირველი მსოფლიო ომის შედეგად რწმენადაკარგული ამერიკელების image1მთავარ წარმომადგენლად.  ტექსტი, ჩემი აზრით, საუკეთესოდ ასახავს ამ ეპოქას. როგორც კრიტიკოსები წერენ, ‘’მშვიდობით, იარაღო !’’  დღესაც რჩება ერთ–ერთ ‘’ძლევამოსილ გამოძახილად ომისა და მისი ძლიერი ზეგავლენისა საზოგადოებაზე’’ (‘’A Farewell to Arms remains a powerful statement about the effects of the horrors of war on ordinary people’’). ფრედერიკის მიერ პირველ პირში მოთხრობილი ამბავი ძალიან ახლოს დგას მკითხველთან. ეს ფაქტი მწერლის ოსტატობაზე მეტყველებს, რომელმაც თავის თავზე გამოსცადა ომის უბედურება, და როგორც ხშირად მოიხსენიებენ ‘’მშვიდობით იარაღო’’ ავტობიოგრაფიული წიგნიცაა. მიუხედავად უკიდურესად დაძაბული სიუჟეტისა, ტექსტი მაინც ინარჩუნებს პაციფისტურ ხასიათს, ანუ მშვიდობისკენ სწრაფვას, რაც სიმბოლურადაა დაკავშირებული კეტრინის ორსულობასთან. წიგნის ტრაგიკული დასასრული ხაზს უსვამს სიკვდილის გარდაუვალობას, თუმცა მის გვერდით აუცილებლად იარსებებს სიცოცხლეც.

image3  პაციფისტური ხასიათი არ გვხვდება მხოლოდ ლიტერატურაში. ეს იდეა განსაკუთრებით გავრცელდა კუბიზმში. ხელოვანები მიხვდნენ, რომ ‘’რაღაც უნდა შეცვლილიყო’’. ახალი მიმდინარეობა მძიმე ეპოქის გამოძახილად იქცა.

მისი მიმდევრების აზრით ‘’სამყარო დაემხო, აღარაა მშვენიერი, ის ტრაგიკულია და საჭიროებს გამთლიანებას, თუმცა არა პირვანდელი გზით.’’ გავიხსენოთ პაბლო პიკასოს ‘’ქალი სავარძელში’’– “Woman in an Armchair (Eva)”.

‘’სინთეტიკური კუბიზმის შედვრი’’–როგორც მას ხშირად მოიხსენიებენ.

ორ მსოფლიო ომს შორის არსებულ ეპოქის ზეგავლენა დღემდე იგრძნობა. ადამიანებმა დაკარგეს ადრინდელი სახე, რომლის დაბრუნებასაც ვეღარასოდეს შეძლებენ. დღესაც ცხადად შეგვიძლია დავინახოთ ის მეტამორფოზა, რომელიც ოდეზღაც გამოიარა კაცობრიობის მოდგმამ, ალბათ ჩვენ დღეს ის ხოჭო ვართ, რომელზეც კაფკა წერდა.  ვეღარასოდეს შევძლებთ იმ პანიკური შიშისგან გათავისუფლებას, რომელიც აღსასრულს მოასწავლებს. აღსანიშნავია აზრი, რომელიც საუკეთესოდ გადმოსცემს კავშირს დღევანდელობასა და ამ ეპოქას შორის. ‘’იქნებ ჩვენი გადარჩენის იმედი კეტრინის ბედს იზიარებს ? თუმცა, მისი შვილისას უფრო, რომელმაც მოვლენისთანავე დატოვა წუთისოფელი…’’

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s