რაფაელი • სტანციები • ათენის სკოლა

რენესანსის “მეორე ნახევარი” ანუ ჩინკვეჩენტო (მაღალი აღორძინება) და გვიანი აღორძინება მხოლოდ 3–4 ათწლეული გაგრძელდა(XV-XVI). ხელოვნების ეს არნახული აღმავლობა “მძაფრი პოლიტიკური კოლიზიების ფონზე მიმდინარეობდა”. იტალიის პოლიტიკური და კულტურული ცენტრის რომში გადმონაცვლებას კაცობრიობა პაპების უსაზღვრო ძალაუფლებას უნდა უმადლოდეს. სწორედ, რომ მათი ფინანსური შესაძლებლობების, პატივმოყვარეობისა და ავტორიტეტის საფუძველზე მოევლინა ამქვეყნად რენესანსის ისეთი გრანდიოზული ძეგლები, როგორიცაა: წმ. პეტრეს ტაძარი, სიქსტეს კაპელა, ვატიკანის სტანციები და სხვა.
თუ კვატროჩენტოს ეპოქას ახალი სოფლმხედველობის ფორმირების ხანად განვიხილავთ, მაშინ გვიანი აღორძინების სამი ტიტანის: მიქელანჯელოს, ლეონარდო და ვინჩისა და რაფაელის შემოქმედება ახალი იდეალების საუკეთესო განხორციელებად უნდა მივიჩნიოთ.

მიუხედავად სამივე გენიოსის გენიალურობისა, შეუძლებელია პოსტი არ მივუძღვნა რაფაელს, რომელიც ჩემთვის ყოველთვის დარჩება კომპოზიციის სიცხადისა და სისადავის, ვიზუალური მშვენიერების გამოხატულებად. რაფაელი ძალიან ახალგაზრდა, 37 წლის გარდაიცვალა, თუმცა მიუხედავად ამისა, უამრავი ხელოვნების ნიმუში გადასცა შთამომვალობას, რომელთა შორის წარმოუდგენელია არ გამოვარჩიოთ მისი ოთახები (სტანციები)–Stanze di Raffaello. ისინი მოთავსებულია ვატიკანის სასახლის ე.წ საზოგადო ნაწილში.

image1
რამდენადაც ცნობილია, ეს ოთახები უკვე არსებობდა წინა პაპების დროსაც. იულის მე–2 მ კი მოისურვა სტანციების განახლება, რათა “ყოფილი მფლობელების აჩრდილებს გაჰქცეოდა”. მოხატვა დაავალა 25 წლის რაფაელს, იმ დროს, როდესაც სიქსტეს კაპელას მიქელანჯელო ასრულებდა. წყაროების თანახმად, პაპმა მოქანდაკეს მხოლოდ იმიტომ დაავალა ტაძრის მოხატვა, რომ დაემტკიცებინა თავისი ფავორიტის, რაფაელის პირველობა მხატვრობაში, რაც ცხადია, არ გამოუვიდა.

ახალგაზრდა შემოქმედის მოხატული 4 ოთახიდან, ჩემთვის საუკეთესოა Room of the Segnatura  რომელიც 5 ნაწილისაგან შედგება.

რაფაელმა ამ ოთახში გამოსახა ადამიანის აზროვნების ოთხი განშტოება:

image2

1. ფილოსოფია– The School of Athens
ათენის სკოლა ასოცირდება ცოდნის საფეხურებთან, ისევე, როგორც სიმართლის დაუფლებასთან. ასახავს წინარე ქრისტიანულ ფილოსოფიას. ფრესკა შესაძლოა ასევე გამოხატავდეს იმას, რასაც დღეს ჩვენ მეცნიერებას ვუწოდებთ, ანუ სამყაროს შეცნობის გზას.

image3
2. თეოლოგია–Disputation of the Holy Sacrament–დამოკიდებულება ღვთაებრივისადმი.

აქ რაფაელმა გამოხატა ტაძარი, რომელშიც შერწყმულია სამოთხე და დედამიწა. ვხვდებით ასევე მნიშვნელოვან დამახასიათებელ შტრიხს მხატვრობაში, ორი ცენტრის პრინციპს, რომელიც რეალურად ნახატის ორად გაყოფითაა გადმოცემული.

image4

3. პოეზია–The Parnassus
პარნასი არის ღმერთი– აპოლოს საცხოვრებელი ადგილი მუზებთან ერთად. კლასიკური მითის თანახმად, აპოლო და მისი მუზები გარშემორტყმულნი არიან ანტიკური და რაფაელის დროინდელი პოეტებით. პარნასი–ყოველთვის იყო მუზების სიმბოლო პოეზიაში, და მას ქართველი პოეტებიც ხშირად ახსენებენ ლექსებში. მაგალითად: პაოლო იაშვილი– “მაგიდა ჩემი პარნასი” და სხვა.

image5

4. სამართალი
The Cardinal Virtues
ფრესკა ალეგორიულად გადმოგვცემს–მამაცობას, წინდახედულებას,ზომიერებას.

image6
ეს ყოველივე დაკავშირებულია ჭერის ფრესკით.
ფიგურებს ალეგორიულ კავშირი აქვთ
ფრესკაზე გამოხატულ განშტოებებთან და საოცარ სინთეზს ქმნიან.
მეცნიერები ხედავენ მსგავსებებს რაფაელისა და მიქელანჯელოს მიერ დახატულ ფიგურებში.

image7
მათ ხომ მხოლოდ რამდენიმე კარი აშორებდათ. მიქელანჯელოც აქვე მუშაობდა თავის სიქსტეს კაპელაზე.

ათენის სკოლა – ალბათ, რაფაელის საყოველთაოდ ცნობილი, და ჩემთვის ერთ–ერთი საუკეთესო ფრესკაა.

მოაზროვნეთა ფიგურები რამდენიმე ჯგუფადაა დაყოფილი, ისევე როგორც და ვინჩის “საიდუმლო სერობაში”. იმის გამო, რომ რაფაელმა არანაირი ცნობა არ დატოვა ფრესკაზე გამოხატული გენიოსების იდენთიპიკაციისა, მისი გაშიფვრა ძალიან რთულია. მიუხედავად ამისა, ცხადად იკვეთება რამდენიმე ფილოსოფოსის სახე.

image8ცენტრში ვხედავთ ორ დიდ ანტიკური ხანის ფილოსოფოსს პლატონსა და არისტოტელეს, რომლებიც შემოსაზღვრულნი არიან სხვა დიდი მოაზროვნეებით. პლატონი, როგორც მასწავლებელი, უფრო მოხუცია, მოსწავლე კი შედარებით ახალგაზრდა. ფილოსოფოსებს გამოკვეთს მათი წიგნები – “ტიმეოსი” და “ეთიკა”. პლატონს, რომელიც გატაცებული იყო მიღმიერით, თეოლოგიური საკითხებით, ხელი ზევით აქვს მიმართული. იგი თითქოს ეუბნება მოსწავლეს , რომ ზევით რაც არის ისაა მნიშვნელოვანი და არა ყოფითი, რასაც ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ. არისტოტელე კი პირიქით– ამქვეყნიურზე, ფიზიკურზე, მატერიალურზე მიუთითებს. ამაზე მეტყველებს მისი ხელიც, რომელიც დაბლაა მიმართული. ყურადღება უნდა გავამახვილოთ მათ ტანისამოსზეც. იასამნისფერი–ეთერის (როგორც ადრე ვაკუუმის ცნებას მოიხსენიებდნენ სწავლულნი), ჰაერის სტიქიის სიმბოლოდ აღიქმება, წითელი მოსასხამი კი–ცეცხლის. არც ერთ მათგანს არ აქვს მასა. არისტოტელე კი საპირისპიროდაა შემოსილი. მისი კაბა გამოხატავს მიწის, ხოლო ცისფერი მოსასხამი–წყლის სტიქიას.

ორ ფილოსოფოსს შორის თითქოს გადის სიმეტრიის ხაზი.

image9
პლატონის მხარეს წარმოდგენილი მოაზროვნეები იზიარებენ მის იდეებს. მაგალითად: მარცხენა მხარეს ჩვენ ვხედავთ პითაგორას, რომელმაც იპოვა ჰარმონიის კანონები მათმატიკაში.
მარჯვენა მხარეს ჩვენ ვხედავთ ევკლიდეს, რომელიც ხაზავს მოსწავლეებისთვის.

image10იგი უფრო ფიზიკურთან ასოცირდება, ამიტომაცაა არისტოტელეს მხარეს გამოსახული.
ყურადღება უნდა გავამახვილოთ ორი ღვთაების ქანდაკებაზე:

image11

პლატონის მხარეს გამოსახულია აპოლო– მზის, მუსიკის,პოეზიის ღმერთი, რომელიც უფრო უკეთ ასახავს “მასწავლებლის იდეოლოგიას”.image12

მარჯვნივ კი ვხედავთ ომის, სიბრძნის ქალღმერთ–ათენას, რომელიც უფრო ფიზიკურ, ამქვეყნიურ მოვლენებშია ჩართული.
ფრესკის ქვედა ნაწილი შედარებით ცარიელია,image13

მეცნიერები ფიქრობენ, რომ რაფაელმა ეს შეგნებულად გააკეთა, რათა უკეთ გამოესახა გეომეტრიული ფორმები და შეექმნა სიმეტრიულობის, ჰარმონიულობის შეგრძნება. ამ ხერხს ჩვენ ხშირად ვხვდებით მხატვრის ნახატებში, მაგალითად : “ღვთისმშობლის ჯვრისწერა” და სხვა.

ყურადღებას იქცევს კიბეებზე მოთავსებული დიოგენე და მისგან მარცხნივ განმარტოებით, ჩაფიქრებული ჰერაკლიტე. სხვებისგან განსხვავებით იგი ღრმადაა შეძრული ამქვეყნიერებით. image14
ვარაუდობენ, რომ რაფაელმა მისი სახით მიქელანჯელო გამოსახა, რომელიც ასევე ცნობილი იყო მარტოსულობით.

უნდა აღინიშნოს, რომ მოქანდაკე სულ ბოლოს მიახატა რაფაელმა, როდესაც თითქმის დასრულებული ჰქონდა ფრესკა. იგი გამოიყვანა წინასწარმეტყველ აიზეას პოზიციაში, რომელიც სიქსტეს კაპელას ერთ–ერთ ნაწილშია გამოსახული.
რენესანსის ეპოქაში იყო ტრადიცია, რომლის მიხედვითაც მხატვრები ან ზოგადად ხელოვანები თავიანთ თავს გამოსახავდნენ თავიანთ ნაწარმოებებში.image15 ასე მოიქცა მიქელანჯელოც, როდესაც ტაძრის ჭერზე, ერთ–ერთ ფრესკაზე მიახატა თავისი თავი. მსგავს შემთხვევებს ვხვდებით ლიტერატურაში, როდესაც მწერლები და პოეტები “შედიან” თავიანთ ნაწარმოებებშ, მაგ: სერვანტესი. გამონაკლისი არც რაფაელი ყოფილა. ათენის სკოლაში, მან თავისი ადგილი იპოვა ასტრონომებს შორის, აქვე არიან ზარათუშტრა და პტოლემაიოსი. ისეთი შეგრძნება გვრჩება, თითქოს რაფაელი მთელი კაცობრიობის ისტორიაში უდიდეს მოაზროვნეებს უსმენს და ამავდროულად მნახველს აკვირდება.
გასაოცარია “ათენის სკოლის არქიტექტურა”.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ იგი ნაკლებად ჰგავს ანტიკური საბერძნეთისას, თაღები უფრო მეტად მიემსგავსება რომაულს.

image18
ფრესკა ისეთ შტაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს მისგან სიბრძნე იღვრება. “ათენის სკოლა” ნიმუშია ღვთაებრივი ცოდნის დაუფლებისა და მისი გაზიარებისა. იგი ზუსტად ასახავს ანტიკური კულტურის გავლენას რენესანსზე, ხელახლა დაბადებას. რაფაელის ეს გენიალური ქმნილება ყოველთვის დარჩება განახლების, ახალი იდეალების აღმოჩენისა და მათი განხორციელების სიმბოლოდ.

 

გამოყენებული ლიტერატურა:
https://ru.wikipedia.org/wiki/%D0%A1%D1%82%D0%B0%D0%BD%D1%86%D1%8B_%D0%A0%D0%B0%D1%84%D0%B0%D1%8D%D0%BB%D1%8F
http://en.wikipedia.org/wiki/Raphael_Rooms
http://en.wikipedia.org/wiki/Raphael
http://www.visual-arts-cork.com/famous-paintings/school-of-athens.htm
https://www.khanacademy.org/humanities/renaissance-reformation/high-ren-florence-rome/high-renaissance1/v/raphael-school-of-athens
https://burusi.wordpress.com/2013/07/16/school-of-athens/
http://en.wikipedia.org/wiki/The_School_of_Athens

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s