The illusion of separation

მიუხედავად იმისა, რომ კრეაციონიზმს ქვეცნობიერად ყოველთვის ვეწინააღმდეგებოდი, რა თქმა უნდა, მას შემდეგ, რაც გავიგე სიტყვის მნიშვნელობა, ჩემი არსებობის 18 წლის მანძილზე ღრმად არასდროს ჩავძიებივარ ევოლუციას. ზედაპირულად ვუყურებდი ლინეს და სხვა ამ მიმდევრების წარმომადგენლებს და ვფიქრობდი, როგორ შეეძლოთ ეფიქრათ, რომ სამყარო უცვლელია და არ ვითარდება. თუმცაღა მაინც არასდროს დამიძალებია ჩემი თავისთვის გამეაზრებინა უფრო ღრმად და გავქცეულიყავი ევოლუციაზე ერთ ჩარჩოში ჩასმულ შეხედულებას, რომელიც ყველამ კარგად იცის:

evolution

რელიგიური მოსაზრების მიუხედავად, ასე თუ ისე დღეს უმრავლესობა თანხმდება ფაქტზე, რომ ჩვენ და მაიმუნებს რაღაც საერთო გვაქვს. ალბათ, მეც დიდი ხანი დავრჩებოდი ამ აზრზე, რომ არა ჩემი უნივერსიტეტი და მისი ზოგადი, აუცილებლად გასავლელი საგანი- ანთროპოლოგია, რომელსაც დიდი წინააღმდეგობით შევხვდი თავიდან. საბოლოო ჯამში ძალიან მადლობელი ვარ, რომ მომეცა შანსი ამ საგნის გავლისა, რადგან სწორედ მან განაპირობა ძირფესვიანი ცვლილებები ჩემს ცნობიერებაში.

ამ ბლოგის დაწერის იდეა დამებადა ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ანიმაციური პერსონაჟის ციტატის გააზრების შემდეგ: ‘’…We are all one, but we live as if divided.’’

home

რაც არ უნდა განსხვავებულნი, გამორჩეულნი ვჩანდეთ, ეს მხოლოდ ილუზიაა. ცოცხალი ინდივიდების ერთობლიობა ჯამში ესაა ერთი უშველებელი კომპლექსური ორგანიზმი, რომლის თითოეული ნაწილი დაკავშირებულია და უწყვეტ სისტემას ქმნის. მართლაც, ცოტა თუ უკვირდება იმ ფაქტს, რომ მეც, თქვენც და ის ხე, რომელიც ჩვენი ფანჯრიდან მოსჩანს ვართ ერთნი, და გვყავს ერთი უშორესი საერთო წინაპარი, რაღაც საერთო უჯრედი, რომლიდანაც განვითარდა ყოველივე ის, რაც დღეს დედამიწაზე არსებობს: LUCA (იწოდება LUA-ც)- The last Universal common ancestor, რომელიც  სავარაუდო გათვლებით 3.5-3.8 მილიარდი წლის წინ ცხოვრობდა. მაშასადამე, არა მარტო ჩვენ და მაიმუნები, არამედ ყველა დღეს მცხოვრები ორგანიზმი ერთმანეთის უშორესი ნათესავები ვართ. პირველი ჰიპოთეზა ამ საკითხის შესახებ გამოთქვა ჩარლზ დარვინმა თავის ცნობილ წიგნში- The origin of species. მან ორჯერ ახსენა ერთი და იგივე მოსაზრება და ჩამოაყალიბა ჯერ კიდევ 1859 წელს, რომ დღეს მცხოვრებ ყველა არსებას საწყისი, პირველყოფილი ფორმა უნდა ჰქონდეს, რომელიც თავდაპირველად ‘’სიცოცხლით შთაიბერა.’’ ამგვარი მრავალფეროვნება კი სწორედ ევოლუციის შედეგია.

ამაში უკეთ დასარწმუნებლად დავალებული გვქონდა ფილოგენეტიკური ხის აგება, რომელიც საკმაოდ რთული პროცესია. იგი გვიჩვენებს ევოლუციურ კავშირს სხვადასხვა სახეობებს შორის, თუ ვინ ვინსთან იზიარებს შორეულ ან ახლო წინაპარს. ფილოგენეტიკური ხის აგების რამდენიმე გზა არსებობს. მათ შორის გამოყოფენ მორფოლოგიურსა და მოლეკულურს. ჩვენ გამოვიყენეთ მოლეკულური, ე.წ. პარსიმონიის მეთოდი, რომელიც დნმ–ს შედარების საფუძველზე ხდება. ამ ყველაფერში დამეხმარა GenBank-ი და რამდენიმე პროგრამა.

image2

საკვლევად 9 ორგანიზმი ავიღე. მათ შორის ერთი თანამედროვე ადამიანი, ჩემი აზრით, საჭიროა ვიცოდეთ ჩვენი ადგილი ევოლუციურ ხეზე, კვლევა განვავითარე ორი გზით. პირველი, არწივი, წერო, მტრედი და მეორე, დათვი, მგელი, ცხენი, ღორი.

ყველაზე გამორჩეულ ორგანიზმად ავიღე ზღვის ვარსკვლავი, რადგან ვთვლი, იგი როგორც მორფოლოგიურად, ისე გენეტიკურად, ძალიან დაშორებულია სხვა ზემოთ აღნიშნული ორგანიზმებისგან.

image3

ზემოთ მოყვანილია ორიდან ერთ-ერთი მეთოდის მიხედვით აგებული ხე, რომელიც საკმაოდ კარგად აღწერს ორგანიზმთა კავშირს. როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ზღვის ვარსკვლავი ფრინველებთან უფრო ახლოს დგას, ვიდრე ცხოველებთან.

რა მოხდებოდა, რომ LUCA-ს ნაცვლად სხვა უჯრედიდან განვითარებულიყო დღევანდელი ორგანიზმთა ერთობლიობა? ეს არავინ იცის.

ამ ყველაფრის გარდა, აღმოვაჩინე, რომ ‘’მთელი ცხოვრება ტყუილში მიცხოვრია’’ და ზემოთ მოყვანილი სქემა(1), რომელიც ადამიანის განვითარების ევოლუციას ასახავს არასწორია. ხშირ შემთხვევაში სურათის დასაწყისში გამოხატულია შიმპანზე. ეს თანამედროვე მაიმუნი ვერაფრით იქნება ჩვენი წინაპარი, ანუ ჩვენ არ განვვითარებულვართ შიმპანზისგან, ის კი არ დარჩენილა იგივე.

სურათზე ნაჩვენები იდეის უკეთესი სიტყვიერი ინტერპრეტაციაა, რომ ჩვენსა და თანამედროვე შიმპანზეებს უბრალოდ საერთო წინაპარი გვყავს. მეტიც, ორორინის (Orrorin tugenensis, 5.8-6 მლნ წელი, კენია) ბარძაყის ძვლისა და თუმაის (Sahelantropus tchadensis, 7 მლნ. წელი; ჩადი) თავის ქალის შესწავლის საფუძველზე დამტკიცდა, რომ ადამიანის უშუალო წინაპარი ორ ფეხზე მოსიარულე იყო. თუმაის აღმოჩენამ ბევრი რამ შეცვალა სამეცნიერო წარმოდგენებში. პირველ რიგში ის, რომ ‘’კაცობრიობის აკვნის’’ სახელი ჩამოერთვა აღმოსავლეთ აფრიკას. მეორე მხრივ, თუმაი ორჯერ უფრო ძველია ვიდრე ავსტრალოფიტეკი ლუსი და იგი ყველაზე ახლოს დგას ადამიანისა და შიმპანზის საერთო წინაპართან. მაშასადამე, თუ უძველესი ჰომინიდი ორ ფეხზე დადიოდა, ჩვენ შევინარჩუნეთ ბიპედალიზმი და სხვა სახეობებმა უბრალოდ გადაადგილების ალტერნატიული ფორმა აირჩიეს. ანუ იმ სქემაში, რომლის მიხედვითაც მაიმუნი თანდათანობით იმართება მეორე შეცდომაცაა.

წერა კრეაციონიზმით დავიწყე და ორორინის ბარძაყის ძვლით რომ არ დავამთავრო ჩემს საყვარელ ფრაზას დაგიტოვებთ. რაც არ უნდა იყოს, ჩვენ ყველანი ვარსკვლავური მტვერი ვართ:

‘’The greatest illusion of this world is the illusion of separation. Things you think are separate and different are actually one and the same. We are all one, but we live as if divided.’’ – Guru Pathik.

 

 

 

 

 

 

 

 

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s