პოსტ-იმპრესიონიზმი • ვინსენტ ვან გოგი • ტურბულენტობა

 ესაა მგონი ერთადერთი პოსტი, რომელიც ნატგეოში წაიკითხეს (მგონი) და მოეწონათ.

‘’პოსტ–იმპრესიონიზმი– ეს იყო ძირითადად ფრანგული მხატვრობის მიმდინარეობა, რომელიც 1886–1905 წლებში გავრცელდა. იგი მოიცავს წლებს- იმპრესიონისტების ბოლო გამოფენიდან ფოვიზმის დაბადებამდე.’’ პოსტ–იმპრესიონიზმი პირდაპირ უკავშირდება ოთხი მხატვრის სახელს, ესენი არიან: პოლ სეზანი, პოლ გოგენი, ვინსენტ ვან გოგი და ჟორჟ სერა.
როგორც ხშირად აღნიშნავენ, ეს მიმდინარეობა იყო ’’იმპრესიონიზმის საწინააღმდეგო რეაქცია. ‘’ მხატვრები, რა თქმა უნდა, ისევ იყენებდნენ მკვეთრ ფერებს, გამოკვეთილ, სქელ მონასმებს, თუმცა მათ ყურადღება უკვე ხაზებს მიაქციეს. დაიწყეს გეომეტრიული ფორმების გამოყენება ეფექტის გასამძაფრებლად. ამავე დროს გაჩნდა განხრა- პუანტილიზმი, Georges_Seurat_026ანუ წერტილების მხატვრობა. ამის ერთ–ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია ჟორჟ სერა, რომელიც არაჩვეულებრივი ოსტატობით, პატარ–პატარა წერტილებისგან, მოზაიკასავით ქმნიდა ნამუშევრებს.Georges_Seurat_A-Sunday-Afternoon-on-the-Island-of-La-Grande-Jatte-1884-1885 აღსანიშნავია ისიც, რომ იგი თითქმის ყველა ნახატში იყენებდა ფიბონაჩის მიმდევრობას, ან როგორც მას მეორენაირად უწოდებენ ოქროს პროპორციას.

MTE1ODA0OTcxODExNDQwMTQxპოსტ–იმპრესიონისტ მხატვრებში ძალიან უხეშად სამ ტიპს გამოყოფენ. პირველი– ესენი არიან შემოქმედები, რომელთა ნამუშევრებშიც ყველაზე მეტად იგრძნობა ხაზი და მისი მნიშვნელობა, ხოლო ფერი–მეორეხარისხოვანია. მეორე–მხატვრები, რომლებიც დიდ ყურადღებას ანიჭებენ ფერს და მათთვის ხაზი იმდენად მნიშვნელოვანი არ არის. მესამე–კი ესაა მხატვართა ის ნაწილი, რომელიც ორივეს უჭერს მხარს– ე.წ. ‘’შემრიგებელთა საზოგადოება’’.

სწორედ მათ რიგს მიეკუთვნება ვინსენტ ვან გოგი–ჰოლანდიელი მხატვარი, რომელმაც მსოფლიოს 2 100 ნამუშევარი დაუტოვა (ზეთი და აკვარელი). მან ძალიან მძიმე ცხოვრება გამოიარა. გაიზარდა სიღარიბეში და 15 წლის ასაკში იძულებული გახდა სკოლა მიეტოვებინა, რათა დახმარებოდა ოჯახს. მას პირად ცხოვრებაშიც არ გაუმართლა. იმის შემდეგ, რაც ერთხელ უარყვეს ხელის თხოვნის შემოთავაზება, მას მეძავი შეუყვარდა. ასევე გრძნობები გაუჩნდა თავისი ნათესავის მიმართ, რამაც შეურაცხყო მანდილოსანი და იძულებული გახადა ქვეყანა დაეტოვებინა. ვან გოგი ფულს ძირითადად სახატავ მასალაზე ხარჯავდა და დღეები ყავითა და პურით გაჰქონდა. ამან ძლიერად შეარყია მისი ფსიქოლოგია, და დეპრესიის მიზეზიც გახდა. მისი მენტალური მდგომარეობა იმდენად გაუარესდა, რომ მან საღებავებს გაუსინჯა გემო, ცნობების თანახმად იგი სკიპიდარსაც კი სვამდა. მას დაეძაბა ურთიერთობა გოგენთანაც. ზოგიერთი წყაროს თანახმად ვან გოგს თვითონ არ მოუჭრია ყური, ეს გოგენმა გააკეთა. ამას გარდა, ზოგადად მიჩნეულია რომ მხატვარმა  თავის თავს მიაყენა ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით, თუმცა მისი ჭრილობის შესწავლის შემდეგ, ეს თეორია ეჭვმა მოიცვა. გაჩნდა აზრი, რომ ვან გოგს ვიღაცამ ესროლა, და ეს ბევრად შორი მანძილიდან უნდა მომხდარიყო.

ასეა თუ ისე, მხატვრის მძიმე ფსიქოლოგიურმა მდგომარეობამ განაპირობა მისი შემოქმედების მრავალფეროვნება და განსაკუთრებულობა.

1024px-Starry_Night_Over_the_Rhone  ჩემი აზრით, ყველაზე გასაოცარი ჰოლანდიელი მხატვრის შემოქმედებაში ღამის ლანდშაპტებია. ყვითელი და ლურჯი ფერების საოცარი სინთეზი დიდი ხნის მუშაობის შედეგია. ცნობების თანახმად, მისი ვარსკვლავებით მოფენილი ზეცა საფრანგეთის ერთ–ერთი ქალაქის თავზე Starry Night over the Rhône (1888, oil on canvas, 72.5 x 92 cm, Musée d’Orsay, Paris)  გარეთ დაასრულა გაზის ლამფის დახმარებით.  ეს იყო დიდი  ტექნიკური გამოწვევა. თავის წერილებში ვან გოგი ოჯახს ატყობინებდა, რომ ვარსკვლავიანი ცა–‘’ეს იყო ის, რაც მას სურდა, რომ დაეხატა’’.  რამდენიმე წელი საფრანგეთის გარეუბანში ცხოვრების დროს, იგი ღამეებს განათების გარეშე ატარებდა. გაზისა და ელექტრო ნათების გარეშე კი ცა არაჩვეულებრივად მოჩანდა ფანჟრიდან. ალბათ, ამან გამოიწვია დიდი სურვილი მხატვარში, რომელმაც ერთხელ აღნიშნა: “This morning I saw the countryside from my window a long time before sunrise, with nothing but the morning star, which looked very big”

რაც შეეხება, მის მომდევნო ნამუშევარს, რომელიც ასეთი ცნობილია– ‘’ვარსკვლავიანი ღამე’’(The Starry Night), სტუდიაშია შექმნილი.Screenshot_2 მხატვრის ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო იგი ‘’სულით დაავადებულთა კლინიკაში’’ მოათავსეს (Saint-Paul-de-Mausole near Saint-Rémy, France ) .  იმ ოთახის გარდა, რომლიდანაც არაჩვეულებრივი ხედი იშლებოდა, მას სტუდიაც გამოუყვეს, ამიტომ იგი იშვიათად თუ ტოვებდა ‘’საგიჟეთს’’.

ერთხელ მან მისწერა თავის დას, რომ ღამეები უფრო მდიდარი ფერებით იყო მოხატული ვიდრე დღე. თუ იგი კარგად დააკვირდებოდა, დაინახავდა, რომ ზოგიერთ ვარსკვლავს ჰქონდა ყვითელი, ვარდისფერი, მწვანე ნათება. მის ამგვარ ხედვას განსაკუთრებით კარგად ვხედავთ ‘’ვარსკვლავიან ღამეში’’.

Screenshot_3.png

ნახატის მშვენიერება არ არის ერთადერთი რის გამოც მსოფლიო დაინტერესდა. მეტად მნიშვნელოვანია მეცნიერების თვალთახედვა.

გერმანელი ფიზიკოსი ვერნერ ჰაიზენბერგი ამბობდა: ‘’როდესაც ღმერთს შევხვდები, ორი კითხვა უნდა დავუსვა: რატომ ფარდობითობა? რატომ ტურბულენტობა? მე ნამდვილად მჯერა, რომ მას პასუხი ექნება პირველ მათგანზე.’’  თითქმის შეუძლებელია მისი ახსნა მათემატიკურად. ამის დანახვა კი მხატვრობაში შეგვიძლია. ვან გოგი და სხვა იმპრესიონისტები თუ პოსტიმპრესიონისტები ‘’წინაპრებისგან’’ განსხვავებით სხვაგვარად გამოსახავდნენ სინათლესა და ფერებს. ვან გოგი დიდი ხანი ცდილობდა დაეჭირა სინათლის მოძრაობა და განუწყვეტლივ აკვირდებოდა მას. Screenshot_1
ჩვენი ტვინის ერთი კონკრეტული ნაწილი აღიქვამს სინათლის კონტრასტსა და მოძრაობას, თუმცა არა ფერებს. თუ ჩვენ მოძრავ ნათებას ფერებს დავუმატებთ იგი მას ვერ აღიქვამს. ტვინის მეორე ნაწილი კი აღიქვამს ფერების კონტრასტს, თუმცა არა მოძრაობას. საოცარ ეფექტს ქმნის ამ ორი ასპექტის ერთდროულობა, სწორედ ამის შესწავლა სურდათ იმპრესიონისტებს. ისინი ცდილობდნენ ფუნჯის მოკლე მონასმებით გამოესახათ ეფექტი–‘’დაეჭირათ სინათლის მოძრაობა’’. მეცნიერები დიდი ხნის მანძილზე ცდილობდნენ ზუსტად აეხსნათ ტურბულენტობის საიდუმლო. მოგვიანებით, ჰაბლის ტელესკოპმა მისცა მათ საშუალება, დაენახათ ძალიან შორს მდებარე ღრუბელი, რომელიც გაზისა და კოსმოსური მტვრისგან ფორმირდებოდა. ეს მოვლენა ყველამ ვან გოგის ‘’ვარსკვლავიან ღამეს’’ მიამსგავსა. ამან ბიძგი მისცა სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებს უკეთ შეესწავლათ ილუმინაცია მის ნახატებზე. მათ აღმოაჩინეს დინამიკური ნაკადების რამდენიმე სტრუქტურა და დაადგინეს, რომ იგი ზედმიწევნით წარმოაჩენდა აეროდინამიკის პრინციპს, და მიუხედავად იმისა, რომ თითქოს იმდროინდელი მხატვრების ბევრი ნამუშევარი წააგავდა მას სტილით (მაგალითად ‘’კივილი’’), სხვებმა იგივენაირად ასახვა ვერ შეძლეს.

ამის შემდეგ გასაგებია, თუ რატომ შერაცხეს ვინსენტ ვან გოგი ტურბულენტობის გენიოსად. მძლავრი ფსიქოლოგიური ტანჯვის პერიოდში მან როგორღაც შეძლო, ‘’შეენახა’’ და შემდეგ ზედმიწევნით წარმოედგინა ერთ–ერთი ყველაზე აუხსნელი კონცეფცია, რაც ბუნებამ მოუვლინა კაცობრიობას. ‘’თავის შედევრში მან გააერთიანა სულიერი შფოთვა, თავისი განსხვავებული ხედვა მოძრაობის, სინარნარისა, და ნათების ღრმა მისტერიასთან.’’

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

http://www.metmuseum.org/toah/hd/poim/hd_poim.htm
http://en.wikipedia.org/wiki/Post-Impressionism
http://en.wikipedia.org/wiki/Vincent_van_Gogh
http://www.moma.org/explore/multimedia/audios/371/5305
http://ed.ted.com/lessons/the-unexpected-math-behind-van-gogh-s-starry-night-natalya-st-clair
 

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s