”ენეიდა”

ბერძნებისა და რომაელების დაპირისპირების ამბავი ცნობილია. რომს ყოველთვის მიაწერდნენ პლაგიატობას, გაბატონებული იყო აზრი რომ მათ არაფერი შეუქმნიათ. ქრისტეს შობამდე პერიოდში, ითვლებოდა რომ ბერძნებისაგან განსხვავებით , მათ არ ჰქონდათ  არაფერი გამორჩეული, მათ შორის იყო კულტურა. რომის პირველი იმპერატორი ოქტავიანე ავგუსტუსი ძალიან იყო შეწუხებული ამ ფაქტით.Vergilius გადმოცემების მიხედვით, იგი დიდ ხანს ცდილობდა დაეინტერესებინა მის გარშემო შემოკრებილი ლიტერატორები, რომ შეექმნათ რაიმე დიდი პოემა, ან  ეპიკური ნაწარმოები, რომლის მთავარი გმირიც თვითონ იქნებოდა. ამ მისიის აღსრულება პუბლიუს ვერგილიუს მარონმა იკისრა.
ის ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველ საუკუნეში ცხოვრობდა. ლიტერატურული მოღვაწეობა ადრევე დაუწყია, მისი პოლიტიკური დაინტერესება  გამძაფრდა იმპერატორთან დაახლოების შემდეგ. იგი ძირითადად ‘’ბუკოლიკებს’’ თხზავდა. მისი შემოქმედების მხოლოდ მცირეოდენი ნაწილია შემორჩენილი, თუმცაღა ვერგილიუსის გენიის გადმოსაცემად ‘’ენეიდაც’’ საკმარისია. მის შეუდარებლობას მოწმობს ის ფაქტიც, რომ დანტე ალიგიერმა სწორედ ის აირჩია მხლებლად თავის ‘’ღვთაებრივ კომედიაში’’.
‘’ენეიდას’’ რამდენიმე წელი მოუთმენლად ელოდნენ რომაელები და თვლიდნენ, რომ ახალი ‘’ილიადა’’ უნდა დაბადებულიყო. მიუხედავად ჰომეროსის პოემებთან დიდი მსგავსებისა, სავსებით გასაგებია , რომ ამის გარეშე ვერგილიუსი ვერც შექმნიდა პოემას. ტექსტში ცხადად იგრძნობა ბერძნული მითოლოგიისა და ელინური კულტურის გავლენა.
ერთი რამ, რაზეც ყურადღება უნდა გავამახვილოთ, არის ის , რომ ‘’ენეიდაში’’ ჩვენ ვეღარ ვხედავთ ადამიან–მგზავრს. აქ სრულიად ახალი ფენომენი იღვიძებს, ესაა ადამიანი–დემიურგი, რომელსაც ასევე რამდენიმე მნიშვნელოვანი ეტაპი აქვს გასავლელი. დემიურგი არის ‘’გმირი არსაიდან’’, რომელიც მიდის სხვაგან, სადაც იმარჯვებს, აარსებს თავის ქალაქს ან ქვეყანას და ყველაზე მთავარი, ვერ ტკბება ბედნიერებით, ვერ ხედავს საკუთარი მოღვაწეობის შედეგს და სიცოცხლეს ესალმება. ეპოპეის მთავარი გმირი, ენეასი, სწორედ რომ დემიურგია, სხვადასხვა გასაოცარი ნიშან–თვისებით აღჭურვილი, როგორც რომაელთა მამას  შეეფერება.
ნაწარმოების შექმნა სხვა ბევრი მიზეზითაც იყო განპირობებული. უპირველეს ყოვლისა, ვერგილიუსს სურდა შეექმნა პოემა , რომელიც გაამართლებდა ავგუსტუსის საშინაო და საგარეო პოლიტიკას, ხაზს გაუსვამდა მის ღვთიურ წარმომავლობას და ზეციურ მიზანს.
ყველაზე მთავარი კი იყო ბერძნებთან ბედის დაკავშირება, ანუ ავტორის თქმით ტროას დაცემა ღმერთების მიერ გადაწყვეტილი ამბავი იყო. ეს ყოველივე აუცილებელად უნდა მომხდარიყო , რათა ენეასს აღესრულებინა უმთავრესი მისია, გამხდარიყო მამა დიადი ხალხის–რომაელებისა. იმ პერიოდში , როდესაც ნაწარმოები დაიწერა, რომაელებს დაპყრობილი ჰყავდათ ბერძნები, ანუ ეს წარმოადგენდა გარკვეულ შურისძიებას ტროასთვის. ეპოპეა ხაზს უსვამდა იმას, რომ რომაელთა წინაპრები იყვნენ მსოფლიო ცივილიზაციის დამფუძვნებლები.
‘’ენეიდა’’ შედგება თორმეტი თავისგან, რომლებშიც ოსტატურადაა შეზავებული მითიური წარსული და ავტორის თანამედროვე ხანა. ნაწარმოები იმითაა გამორჩეული, რომ მასში არა მარტო მითიური წინაპრები, ენეასი,ტურნუსი, ან ღმერთები მონაწილეობენ, არამედ- მნიშვნელოვანი ისტორიული ფიგურებიც: იულიუს კეისარი, ანტონისი, ჰანიბალი და თვითონ ოქტავიანე ავგუსტუსიც.
პოემაში მეორდება ჰომეროსის სტილი, სცენები მითოლოგიიდან, პერსონაჟები , რომლებიც ავტორმა ოსტატურად შემოსა რომაული სულისკვეთებით, მხატვრული ხერხები. ანუ ამ მხრივ გათავისუფლება ვერგილიუსს არც უცდია. შეიძლება გავიხსენოთ რამდენიმე მსგავსი შტრიხი,რომლებიც ორი გენიოსის ნაწარმოებებს აერთიანებს. მაგალითად, ენეასის ფარი, მოგვაგონებს ‘’ილიადაში’’ აღწერილ აქილევსის ფარს, თუმცა გარეგნულად ისინი განსხვავდება ერთმანეთისგან. ენეასის ფარს ძალიან ღრმა დატვირთვა აქვს, როდესაც იგი ვულკანუსმა მოხატა, მან ასახა მომავლის ისეთი ეპიზოდები , რომლებზეც წარმოდგენა არ ჰქონდა გმირს, მაგალითად, ანტონიუსი და კლეოპატრა , ოქტავიანე ავგუსტუსი და სხვა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს პოემის მეოთხე წიგნის მსგავსება აპოლონიოს როდოსელის   ‘’არგონავტიკასთან’’. ჰომეროსის პოემებში ვხვდებით სამიჯნურო ეპიზოდებს (ზევსის მოხიბვლა ჰერას მიერ და სხვა), თუმცა მათში ეს ისეთი სიმძაფრით არაა გადმოცემული როგორც ‘’ენეიდაში’’.

deatdido

მეოთხე წიგნში აღწერილია ტრფობა კართაგენის დედოფალ დიდოსა და ენეასს შორის. მიუხედავად მათ შორის უდიდესი კავშირისა, გმირს მაინც არ ძალუძს გადაუხვიოს თავის ღვთაებრივ მიზანს და ტოვებს დედოფალს. სწორედ ამ ეპიზოდში ვხვდებით , თუ რამხელა არსს ანიჭებს ვერგილიუსი ბედისწერას, რათა გაამართლოს რომაელების მამის ქცევა. ამასთანავე, გვახვედრებს, რომ ენეასს გათვიცნობიერებული აქვს თავისი  მისია და ამხელა სიყვარულიც კი ვერ აჩერებს მას. ამ გრძნობის სიძლიერეს ხაზი ესმევა მე–6 წიგნშიც, როდესაც იგი სულთა სავანეში ჩადის და ხვდება დედოფლის სულს.
დიდო ვეღარ უძლებს ტანჯვას, ესალმება სიცოცხლეს და წყევლის თავის მიჯნურსა და მის შთამომავლებს. ამ ეპიზოდსაც საკმაოდ მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს. დედოფლის წყევლაში იგულისმება კართაგენელებისა და რომის ბრძოლა, ეგრეთ წოდებული ‘’პუნიკური ომები’’, შურისმაძიებელი ჰანიბალი , რომელიც დიდომ გამოუგზავნა ენეასის შთამომავლობას.
მრავალი წლის შრომის შემდეგ ვერგილიუსი კიდევ დაუსრულებლად მიიჩნევდა თავის პოემას და თვლიდა,რომ კიდევ რამდენიმე წელი დასჭირდებოდა სრულყოფისათვის.      ძვ.წ–ით 19 წელს, ვერგიულიუსი დასნეულებული დაბრუნდა საბერძნეთიდან. სიკვდილის წინ კი თავის მეგობარს სთხოვა დაეწვა ‘’ენეიდას’’ ხელნაწერი. ვარიუსმა არ შეასრულა გენიოსის უკანასკნელი თხოვნა და სწორედ მისი თაოსნობით დაიბეჭდა ლიტერატურის ისტორიაში ერთ–ერთი უმშვენიერესი ეპოპეა, რომლის მიმართაც 2000 წლის განმავლობაში არ განელებულა კაცობრიობის ინტერესი.

წყარო:
http://en.wikipedia.org/wiki/Aeneid
http://en.wikipedia.org/wiki/Virgil
‘’ვერგილიუსი’’– გამომცემლობა ‘’საბჭოთა საქართველო’’ თბილისი 1976

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s