განათლების საერთაშორისო გამოფენა 2016

18 თებერვალს გაიხსნა განათლების საერთაშორისო გამოფენა და მეც როგორც ერთ-ერთი მოხალისე 11-ის ნახევარზე უკვე მე-11 პავილიონში გამოვცხადდი.
 ჩვენი ქიმიის სტენდი იყო საკმაოდ მოკრძალებული, ნაკლები გამაოცებელი ექსპერიმენტებით, რაც ალბათ უფრო კარგია, რადგან, ჩემი აზრით, არ არის საჭირო ამდენი სანახაობრივი მხარე. ქიმია უფრო ღრმაა, ვიდრე გასართობი ექსპერიმენტები და დაე ყველამ ნახოს, რომ ჩვენ გართობისთვის არ გვცალია B|

Screenshot_7

ამის დაწერას არ ვაპირებდი, როცა ბლოგის შექმნა გადავწყვიტე, უბრალოდ გოლდ მომენტები, ეგრეთ წოდებული ჰაილაითები უნდა მომენიშნა:

12779040_10153986329032700_431546540658286908_o

ჩემს გვერდზე რომ ყმაწვილი დგას, ერთ-ერთია მათგან, ვინც ხილის ჩიფსების წარმოება დაიწყო, feeling fabulous, და ბტწ ლეონარდს გავს.

ბეიჯზე სახელი და გვარი დავაწერე ”უხილავი” კალმით და დიდი იმედით ველოდებოდი იმას, ვინც მკითხავდა რატომ არაფერი გაწერიაო, და მეც უცებ მოვიმარჯვებდი FeCl3-ში დასველებულ ყურსაწმენდს და გადავუსვამდი.

ნააჰ, ასეთი არავინ გამოჩნდა, კიდევ კარგი, მერე ჩემით ვცადე და გაიტყლიზა, პრიალა ზედაპირისთვის არ არის გათვლილი.

სტენდზე ხედავთ, შადრევანს, რომელშიც უბრალოდ ფენოპტალეინიანი წყალი ასხია, მარჯვნივ, ოქროს წვიმას, კიდევ მარჯვნივ-ჰიდროფობულ ქვიშავს, და კიდევ უფრო მარჯვნივ ვერ ხედავთ კიპის აპარატს, რომლიდანაც წყალბადი გამოიყოფა.

ხალხი არ აღფრთოვანდა ჩვენით. ერთხელ, როცა შადრევანი ავხსენი გაისმა:

-სულ ესაა თქვენი ქიმია?!

ასეთსაც ხშირად შეხვდებოდით:

-აბა, ეხლა მაჩვენეთ ფოკუსი!!

aaand we were like:

Screenshot_11.png

ერთმანეთს ვეცვლებოდით და ერთხელაც მე და დიტომ გადავწყვიტეთ შემოგვეარა გამოფენა. დიტომ სხვა რაღაც გადაწყვიტა:

ყველა დახლთან დიდი თვალებით, -შეიძლება კალამი ავიღო? 

მე და გიორგი განსაკუთრებით გავერთეთ, ამჯერად აკოფაშვილი, იმიტომ ვაკონკრეტებ, რომ ამდენ გიორგიში არკვიე მერე ვის ვგულისხმობდი.

12744472_10153986330452700_2321520712440881671_n

გიორგისთან მიდის მავანი და რაღაცას ეუბნება, გიორგის იმდენად შეეცვალა სახე, ახლოს მივედი და მავანს კითხვის გამეორება ვთხოვე, ძლივს გავარჩიე სიტყვები: წყლის ჟანგბადით გამდიდრება, გაქვთ, ხომ, არ. გიორგიმ შემომხედა და დანადგარიო. მევთქვი რა დანადგარი. 2-3 წუთიანი პაუზის შემდეგ გიორგიმ მოიფიქრა და მოკრძალებით მიუგო: -ჩვენ მაგაზე არ გვიმუშავიაო.

შემდეგი ჰაილაითი ბანოვანს ეკუთვნის. აგვიარა-ჩაგვიარა, შემოგვხედა და კარგა ხნის თვალიერების შემდეგ:

– თქვენ…. ზოო-ვეტი ხომ? 

მე და გიორგიმ შევხედეთ ერთმანეთს, მერე ბანოვანს, მერე ისევ ერთმანეთს და ერთხმად მივუგეთ არა.

ორ მე-5-6 კლასელ ბავშვს ყველაზე მეტად მოეწონა ჩვენი წარმოდგენილი ცდები და ამის შემდეგ მიკროსკოპებთან გადაინაცვლეს, დაათვალიერეს ყვავილები და ერთ-ერთი ყვირის:

– აუ, ნახე რა მაგარია!! აი, ამიტომ მიყვარს ქიმია!!

ლაბორანტი: -ეგ ბიოლოგიაა, ქიმია მარჯვნივ!

კიდევ იყო ბევრი გოლდ მომენტი, რომელიც აქ არ დაიწერება :დდ მახსოვს, როცა მეც აბიტურიენტი ვიყავი და პინგვინივით დავდიოდი, მე და ანა დიდი ცელოფნებით დახუნძლულები რომ მოვედით ჩემთან და გულდასმით განვიხილეთ ყველა ფლაერი.  რა თქმა უნდა, საკანცელარიო ნივთების გარდა სარგებელი არაფერს მოუტანია.

ჯასთ გამოფენა სთაფფ

Advertisements

One thought on “განათლების საერთაშორისო გამოფენა 2016

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s