Tidying-up-art • მოწესრიგებული ხელოვნება

დროა შევეხო თანამედროვე ხელოვნებასაც.
ინსპირაციისთვის მადლობა TED-ს. 

შეიძლება დარწმუნებით ითქვას, რომ რასაც მთელი კაცობრიობა საუკუნეების მანძილზე აგროვებდა, ნებისმიერ სფეროში, დღეს ჩვენს ხელთაა. ცოდნა და გამოცდილება არასდროს ყოფილა ასეთი დიდი. ამიტომაცაა შეუძლებელი ხელოვნების ნებისმიერ დარგში გადაწყვეტილად ვთქვათ, რა ეპოქაა დღეს. რას ქმნის ხალხი? შეუძლებელია, თუნდაც ლიტერატურაში, გავაერთიანოთ მოღვაწეეები და მივაკუთვნოთ მათ რაიმე ერთი სახელი. არასდროს ყოფილა ამხელა შესაძლებლობები, არასდროს ყოფილა ხელოვნება ასეთი მისაწვდომი ფართო მასისთვის, შესაბამისად, იგი იტოტება და გადაუჭრელი მისიის წინ აყენებს კრიტიკოსებს, რაიმე სახელი მოუძებნონ დღევანდელ ხელოვნებას.

დღესდღეობით არსებულ სააზროვნო სივრცეში 4 ძირითადი ტიპის მიმართულებას გამოყოფენ, ანუ მათ, რაშიც ‘’დღეს ჩენ გვიწევს ცხოვრება’’.

პოპ არტი, რომლის მნიშვნელობა სახელწოდებიდანაც გამომდინარეობს– პოპულარული. სამყაროში არასდროს ამხელა გამოხმაურება და ხელოვნების არც ერთ მიმდინარეობას არ ჰქონია. იგი რამდენიმე მნიშვნელოვანი თვისებით ხასიათდება. უპირველეს ყოვლისა, ესაა– ნარატივისა და გამოსახვის ხერხების მაქსიმალური სიმარტივე. პოპმა უარი უთხრა სიმბოლოებსა და ალეგორიას. მისთვის მნიშვნელოვანია საზოგადოების დაუყოვნებლივი რეაქცია მასში, რაიმე ნაწარმოებში, გამოხატული,’’ყველასთვის გასაგები’’ და მარტივად ჩასაწვდომი პრობლემების შესახებ. პოპისთვის მთავარია ‘’მარტივი მელოდრამული ემოციები’’. იგი იმდენად ფართოა, რომ შესაძლებელია მივაკუთვნოთ როგორც პაულო კოელიო, ისე დათო ტურაშვილი. როგორც ყველასთვის ცნობილი ‘’ბინდი’’ ან ‘’გრეის 50 ელფერი’’ თავიანთი საგებით, ისე ‘’ამერიკული ზღაპრები’’ და სხვა.

მაღალი მოდერნიზმი, რომელსაც ზოგნი კლასიკური მოდერნიზმისა და ნეორეალიზმის ნარევად მოიხსენიებენ. იგი პოპთან შედარებით ბევრად ნაკლებადაა გავრცელებული. მაღალი მოდერნისტებისთვის მნიშვნელოვანია ადამიანი და მისი მორალური პრობლემები. კინემატოგრაფიაში მაღალი მოდერნისტები არიან: ბერტოლუჩი, ლანს ვონ ტრიერი, ნარიტო და სხვანი, ლიტერატურაში კი ამის საუკეთესო მაგალითია–დორის ლესინგი.

მაგიური რეალიზმი (my fav), რომელიც მეტადაა შეზღუდული გეოგრაფიულად. ძირითადად მაგიურ რეალისტებში მოიაზრებიან ესპანელები და ლათინო–ცენტრალური ამერიკელები. ეს მიმდინარეობა გარკვეულწილად ჰგავს სიურრეალიზმს, თუმცა ამ უკანასკნელში სამყაროს აღწერისას საკუთარი ფანტაზია თამაშობს დიდ როლს, ხოლო მაგიურ რეალიზმში ევროპული გამოცდილება. გამოიყენება გადამუშავებული ფოლკლორი (ხორხე ლუის ბორხესი, გაბრიელ გარსია მარკესი…). მაგიური რეალისტები ეფექტს ქმნიან ფანტასტიკური, არარეალური ელემენტებით და გადმოგვცემენ სოციალურ თემებს. ხელოვანები ისეთ ხერხებს იყენებენ სიუჟეტისთვის, რომელთა გაგებაც დღევანდელი ადამიანისთვის რთულია, რადგან დაფუძვნებულია იქაურ გამოცდილებაზე, იქაურ ადათებზე. მათთვის დამახასიათებელია სისასტიკე, ბრძოლა მართვადი ხალხის მიმართ, მარტოობა. ეს უკანასკნელი ყველაზე კარგად მარკესის შემოქმედებაში ჩანს: ‘’პატრიარქის შემოდგომა’’, მარტოობის ასი წელიწადი’’ და სხვ.

პოსტ–მოდერნიზმი, რომელშიც გამოყოფენ მაღალსა და დაბალს. მაღალი პოსტ–მოდერნიზმისთვის დამახასიათებელია ირონია, დაცინვა,რომელიც შესაძლებელია მრავალმხრივ გამოიხატოს. ასევე მნიშვნელოვანია, სხვა ნაწარმოებების გამოყენება ამგვარ ნამუშევარში. საუკეთესო მაგალითია აკა მორჩილაძის ‘’ჰოლმსის საშაქრე’’, რომელშიც რომელ პერსონაჟს აღარ შევხვდებით, დაწყებული ილია ჭავჭავაძით– არტურ კონან დოილით დამთავრებული. დაბალი პოსტ–მოდერნიზმისთვის დამახასიათებელია ბილწსიტყვაობა და ჟარგონი, უხეში, სასტიკი სცენები.

მოკლედ რომ ვთქვათ, ეს ძალიან მცირე და უსაზღვროდ პატარა აღწერაა დღეს არსებული ხელოვნების ძირითადი მიმართულებებისა. დედამიწის მოსახლეობა დღითი დღე იზრდება. ყოველი მათგანი, მათ შორის მე *.*, ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს სამყაროს გაუმჯობესებაში (ხელოვნებას ვგულისხმობ). ზოგს ეს გამოსდის, ზოგს არა. ჩემი ძალიან დიდი სურვილი იყო, რომელიმე თემა მაინც მიმეძღვნა ხელოვანისთვის, რომელმაც, შეიძლება ითქვას თავისი ‘’არასტანდარტული მიმართულება ჩამოაყალიბა’’ და მას მოწესრიგებული ხელოვნება ან უკეთ რომ ვთქვათ, ‘’Tidying up art’’ ეწოდება.

Screenshot_2შვეიცარიელი-ვინმე ურსუს ველი, რომელმაც გაგვიზიარა თავისი ორგანიზებული, მოწესრიგებული ხედვა და მსოფლიოს შედევრების თავისებური ვარიანტი შემოგვთავაზა.Screenshot_3 ყველაფერი კი ამერიკელი მხატვრის ნამუშევრით დაიწყო, რომელიც მას ოთახში ეკიდა და გაუჩინა სურვილი რაიმენაირად მიხმარებოდა გამოსახულ კაცს.

სწორედ ამის შემდეგ გაჩნდა იდეა, რომ მოწესრიგებულიყო სხვა შედარებით თანამედროვე ნამუშევრები, რომლებიც არეულობით გამოირჩევა.

შემდეგი ცდა შეეხო პოლ კლიის ‘’ფერების გრაფიკს’’, რომელიც შემდეგნაირად ‘’დალაგდა’’:

 

ურსუს ველმა აღნიშნა, რომ ესაა ფერის დაბნეულობა–‘’confusion of color ’’.  შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ ზუსტად იმდენივე წითელი, სტაფილოსფერი და სხვა ფერებია მეორე სურათზეც, მათ შორის 1 ცალი თეთრი ოთხკუთხედი. თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია!

აუცილებლად უნდა ვნახოთ ჯოან მიროს ‘’აზურეს ოქრო’’, რომელიც შედარებით უფრო ‘’განვითარებული დალაგების ნიმუშია’’:

ეგონ შილეს–‘’მწოლიარე–შიშველი ქალი’’:

ჩემი ერთ–ერთი ყველაზე საყვარელი ნიმუშია, პიტერ ბრიუგელის ‘’დალაგებული ნახატი’’–

‘’The Fight Between Carnival and Lent’’

Screenshot_9

‘’ასე გამოიყურება ნახატი, როცა ყველას გავგზავნით სახლში’’– ამბობს ურსუსი.

Screenshot_10

თუმცაღა, არც ხალხი დაკარგულა. ისინი ყველანი აქ არიან:

Screenshot_11

ურსუსის საყვარელი საქმიანობაა რენე მაგრიტის ნახატების დალაგება:

tidying-up-art-ursus-wehrli-thumb640
ხელოვანი ვინსენტ ვან გოგის ნახატებსაც შეეხო და თქვა, რომ მისი მოწესრიგების იდეა მაშინ გაუჩნდა, როდესაც ერთ–ერთ სასტუმროში მის ოთახს დღეში სამჯერ ალაგებდნენ, თუ შესაბამის ნიშანს ჩამოკიდებდი კარზე. რა იქნებოდა თუ ამგვარ ნიშანს ვაჩუქებდით ვან გოგს?

‘’ეს ოთახი ხომ 1888 წლის შემდეგ არ დალაგებულა ?’’

tidying-up-art-ursus-wehrli-2

პაბლო პიკასო– ‘’წითელი სავარძელი’’:

დალაგების ერთ–ერთი ყველაზე სახალისო ნიმუშია პუანტილიზმი, ანუ წერტილებით მხატვრობა. გავიხსენოთ ჯორჟ სერა, და მისი ‘’მოდელები’’. როგორც ურსუს ველი ამბობს, ამგვარი ნახატების ორგანიზება ყველაზე მარტივია:

Ursus-Wehrli-Tidying-Up-Seurat

რომ შევაჯამოთ, დღევანდელი ხელოვნება ყოველგვარ საზღვარს გასცდა. იგი მრავალმხრივი და მრავალნაირია. შევეცადე თქვენთვის წარმომედგინა არც ისე ახალი, თუმცა მეტად საინტერესო და სახალისო ფორმა ‘’დალაგებული, მოწესრიგებული ხელოვნებისა’’.

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s