ძველი ბერძნული დრამატურგია

 (ძვ.წ–ით მე–5 ს)

Ancient-greece-clothing-1

თუ ძველ ისტორიულ წყაროებს დავუჯერებთ, ძვ.წ–ით 480 წელს , როდესაც ბერძნებმა სპარსელები დაამარცხეს კუნძულ სალამინთან, მაშინ მეომრებთან ერთად სახლში ბრუნდებოდა 45 წლის ესქილე. გამარჯვებული მეომრების დასახვედრად მომზადებულ მუსიკალურ გუნდში გამორჩეული ადგილი ეკავა სოფოკლეს და სწორედ ამ დროს, იბადებოდა ევრიპიდე. ეს თითქოს ზღაპრული ამბავი აერთიანებს სამ დიდ დრამატურგს, რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს ძველი ბერძნული კულტურის განვითარებაში. მათი შემოქმედება, რომელიც ბერძნული ოქროს ხანის პერიოდს ემთხვევა(ძვ.წ მე–5 ს) დღემდე ძალიან აქტუალურია, მასზე დაფუძვნებულია მრავალი ფილმი, სპექტაკლი თუ ლიტერატურული ნამუშევარი.

სამივე გენიოსი თითქმის ერთ პერიოდში მოღვაწეობდა, დღევანდელი ან სხვა კულტურის დრამატურგთაგან განსხვავებით, მათ არ ჰქონდათ თავისუფლება. ისინი არ თხზავდნენ ახალ ამბებს. მათი ნამუშევრები დაფუძვნებული უნდა ყოფილიყო რომელიმე მითზე, თუმცა ეს ბერძნული მითოლოგიის სიმდიდრის გამო, ნაკლად არასდროს აღიქმებოდა.

როგორც ვხედავთ, დრამატურგთა ნამუშევრებს ბევრი ფაქტორი ე.წ ფორმალური მხარე აერთიანებდა, ამის მიუხედავად, თითოეული ნაწარმოები გამოირჩევა საოცარი ორიგინალობით.სამი ტრაგიკოსის შემოქმედება განსხვავდება არა მარტო შეხედულებათა თავისებურებებით, მათი შედევრების კითხვისას ჩვენ ცხადად ვხედავთ ძველი ბერძნული დრამატურგიის ევოლუციას მცირე დროის მონაკვეთში. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ანტიკურ ხანას ჩვენ მრავალი საუკუნე გვაშორებს, ამიტომაც არა მარტო ლიტერატურული, არამედ ხელოვნების სხვა დარგთა შედევრების მხოლოდ მცირეოდენი ნაწილია ჩვენამდე მოღწეული. როგორც ცნობილია, ტექსტები იწერებოდა 4 ისტორიის სახით(ტეტრალოგიები). ჩვენს ხელთ არც ერთი ტეტრალოგია არ გვაქვს, მხოლოდ ცნობებია შემორჩენილი ესქილეს თებეს ციკლის მითებზე. მოღწეულია მხოლოდ ტრილოგიები:’’ორესტეა’’ და სხვ.  ტეტრალოგია არ იყო შემთხვევითი ფორმა, მას მჭიდრო კავშირი ჰქონდა ძველ ბერძენთა შეხედულებებთან სამყაროზე. მათი აზრით, ადამიანთა და ღმერთთა სამყოფელი არასტაბილურად ჰარმონიული იყო. სიმყუდროვე პერიოდულად ირღვეოდა , ამ დროს ჩნდებოდნენ ახალი გმირები, რომლებიც იჭრებოდნენ ყოველდღიურ წესრიგში, არისხებდნენ ღმერთებს, ამას მოჰყვებოდა სასჯელი, მისი აღსრულება. ეს ყველაფერი კი გვირგვინდებოდა მონანიებით, კათარზისით, ყოველივე უბრუნდებოდა საწყისს, ანუ იმარჯვებდა კეთილი ძალა.

აღსანიშნავია ტრაგიკოსების რეფორმები. ესქილე იყო პირველი, ვინც სცენაზე ორი მსახიობი გამოიყვანა, ანუ მან შექმნა დიალოგი. რაც შეეხება სოფოკლეს, მან სცენაზე სამი მსახიობი გამოიყვანა და ამით უფრო განავითარა დრამატურგიის შესაძლებლობები. ამ ორი გენიოსის დადგმებში უდიდესი როლი ჰქონდა ქოროს ანუ გუნდს, მუსიკალურ გაფორმებას. ამ ყველაფერმა ევრიპიდეს შემოქმედებაში ოდნავ უკან გადაიწია, უმცროსი ტრაგიკოსი მეტად ამახვილებდა ყურადღებას ფილოსოფიურ აზროვნებაზე. ხელოვანები ხშირად უსვამენ ხაზს ევრიპიდეს შემოქმედების მითოლოგიური ჩარჩოებისგან დაშორებაზე,  თხრობისას მას შემოაქვს თავისი აზრი. ხანდახან, მის ნაწარმოებებში  მითის ძირითადი კონტექსტიც არაა დარჩენილი, იცვლება დედააზრი. ამ მეთოდით იგი უპირისპირდება ესქილეს , რადგან ის ყველაზე მეტად იყო ერთგული ძველი ბერძნული მითოლოგიისა, ამას გარდა, მის ნაწარმოებებში არ არის ‘’ფილოსოფიური განსჯა’’.ეს ორი დრამატურგი განსხვავდება წერის სტილითაც, ესქილე მაღალფარდოვნად წერს, ევრიპიდეს ენა კი დაახლოებულია ყოველდღიურთან. ევრიპიდეს პერსონაჟები წარმოჩენილი ჰყავს ჩვეულებრივი ადამიანებად, ესქილეს ნაწარმოებებში კი მათ აღმატებით ხარისხში ვხედავთ. როგორც მითოლოგიის ერთგულებაში , ასევე წერის სტილის მიხედვითაც სოფოკლეს ოქროს შუალედი უჭირავს.იგი არ ერიდება ინტერპრეტაციას, მაგრამ ამავდროულად ახლოს რჩება მითის ჩონჩხთან. ამის საუკეთესო მაგალითია სამი ტრაგედია ‘’ოიდიპოს მეფე’’ , ‘’ოიდიპოსი კოლონოსში’’, ’’ანტიგონე’’. უმნიშვნელოვანესი ელემენტი,რომელიც სოფოკლემ მითს დაუმატა იყო ის, რომ მან გამოკვეთა ანტიგონესა და ისმენეს მხატვრული სახეები, ისინი ნახსენებიც არ არიან პირვანდელ მითში, რომელიც ჯერ კიდევ ჰომეროსის ‘’ოდისეაში’’ ჩანს. ალბათ, ამის გამოა რომ მას ყოველთვის გამოარჩევდნენ, ადარებდნენ ჰომეროსსა და სხვა დიდ ხელოვანებს. აუცილებლად უნდა გავიხსენოთ არისტოფანეს ‘’ბაყაყები’’. ამ დიდმა კომედიოგრაფმაც სოფოკლე ჩამოაშორა ესქილესა და ევრიპიდეს დაპირისპირებას. მიუხედავად ერთ ეპოქაში მოღვაწეობისა , თითოეული მათგანის შემოქმედება თავის ღირსეულ ადგილს იკავებს და უდიდესი წვლილი შეაქვს დრამატურგიის განვითარებაში.
ყველასთვის ცნობილია ძველი ბერძნული კულტურის სიდიადე, თუმცა ჩემი აზრით, თეატრში ყველაზე მეტად გამოიკვეთა ელინთა სახე. დრამატურგია  წარმოადგენს ფილოსოფიის, ლიტერატურის , მუსიკისა და ხელოვნების სხვა დარგთა საოცარ სინთეზს, სწორედ მასში ვხედავთ ჩვენ ძველ ბერძენთა განუმეორებელ გენიას.

გამოყენებული ლიტერატურა:
http://web.randolphcollege.edu/greekplay/education/playwrights.asp ;
http://greektheater8.weebly.com/the-big-threemdashaeschylus-euripides-and-sophocles.html ;
ძველი ბერძნული ტრაგედია, გამომცემლობა ,,საქართველო’’, თბილისი 1996.

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s