მე და ჩემი არტები

gif2

კატეგორიაში მე, ბლოგის შექმნის შემდეგ აღარაფერი დამიწერია. საკუთარი თავის აღწერაში მიწერია: Future Chemist who always dreamed about making art ▼

მგონი ყველა ცდილობს რაღაცების შექმნას ბავშვობაში, ხოდა არც მე ვყოფილვარ გამონაკლისი. ჩემი ჭადრაკის მასწავლებელს რომ წინააღმდეგობა არ გაეწია, ალბათ შემიყვანდნენ ხატვაზე და დღეს უკვე სხვა First world problem მექნებოდა, თუმცა ყველანაირად ვცდილობ განვვითარდე და ჩემი საყვარელი საქმიანობისთვის გამოვნახო დრო. იშვიათად, 1000-ში ერთხელ ყველას გამოსდის რაღაც. მეც ხანდახან მიმართლებს.

ამ სემესტრში ჩემი 6 აუცილებლად გასავლელი საგნის გარდა ავირჩიე 3 დამატებითი და დიდი იმედი მაქვს გაუქმება არ მომიწევს, მათ შორის ერთ-ერთი სწორედ სახვითი ხელოვნების საფუძვლებია^^.

მანამდე კი ავტვირთავ ჩემს საყვარელ არტებს. ერთხელ ანუკის ვთხოვე მათი გადაღება.

უპირველეს ყოვლისა, ლეთ მი შოუ მაი ფერფექთ ქორნეეეერ:

IMG_0194.JPG

 

ყველაზე ქვემოთ ხედავთ ზამთარს, რომელიც მე-5 კლასში დავხატე, თუმცა თავდაპირველ ვერსიაზე ვარსკვლავები და მთვარე ჩანდა. გუაშები ამდენი წლის შემდეგ დაიბზარა და სანამ ნახატი საბოლოოდ გაფუჭდებოდა, თავიდან გადავუარე, წავშალე ვარსკვლავებიც და დავამატე თოვლი.

7 წლის შემდეგ ჩემს ნახატზე მოთოვა *.*

ნახატი დრიმქეჩერის გვერდით ხედავთ ჩემს პირველ მცდელობას ნამდვილი დრიმქეჩერისა, როგორც ხვდებით, I tried. მეორე მცდელობა გიორგის აქვს და ის ბევრად უკეთ გამოიყურება:

12231319_1237690919591325_2069441575_n

დრიმქეჩერის ფონზე კი ხედავთ ჩემს დამწერლობას *.*

ნახატის ქვემოთ, მარჯვენა ნახევარში კი ხედავთ გოგონას, რომელსაც თავი კოსმოსში ეძირება, ამიტომაც არ უჩანს თმა და ყურები, თუმცა ამას ვერ ხვდებიან ხოლმე. იმედია, როდესმე მოვახერხებ ჩარჩოების ყიდვას და მოვაშორებ ჭიკარტებს.

ყვავილების გვირგვინი ნამდვილია, შატილიდანაა ჩამოტანილი, ასევე ჩემი ნაწვალები გახლავთ. როგორც იტყვიან ხოლმე, წკიპზე ჰკიდია, მისი ჩამოვარდნა ან შეხებაც საკმარისია, ხელებში ჩაგეფშვნებათ :s

ის ჩარჩოში ჩასმული ნახატი, სამწუხაროდ ნაჩუქარია.

ვარდისფერი ხელი 1 წლის ლილის ეკუთვნის. რა თქმა უნდა, მე ვიწუწავე, უბრალოდ ხელი არაა ჩემი.

მხოლოდ კუთხით ნუ შემოვიფარგლებით. ესეც დედაჩემის ბალერინები,

IMG_0185

რომლებიც განათების დროს ასეთი ლამაზები აღარ არიან:

IMG_0207

კედელზე ამისთვის ადგილი არ მოიძებნა :ს

IMG_0215

შემდეგი ნახატები არ არის ასეთი ფერის, უბრალოდ ანუკის გადაღებაში შემოაღამდა და ხელოვნური განათება ყველაფერს აფუჭებს:

 

ესეც ნატალის გულსაბნევიდან მოპარული ფრიდა:

IMG_0198

ხატვა ჩაიზეც დავიწყე და ანუკას ნაჩუქარ ბლოკნოტზეც:

IMG_0213

ანუკი გაერთო.

IMG_0210

ჩემი არტები ამით არ მთავრდება. ანუკასა და ნატალის საჩუქრების შეფუთვის შემდეგ მივხვდი, რომ რაღაც კარგი გამოვიდა და გადავწყვიტე ინსტაგრამი შემექმნა, სახელით: შემფუთე. ფოლოვერების მიუხედავად ჯერჯერობით მსურველი არავინაა. შევქმენი ლოგოც:

ჩემი ლოგო

თუმცა ეს ყველაფერი არ არის:

logo-sa-boloo

გამოიცანით, ვისია საჩუქარი.

535078_1160900150606192_5648872725029530724_n

ესეც ბედნიერი ნატალი:

1919486_1160900293939511_6956956282762811084_n

ბოლო პერიოდია ფოტოშოპის სწავლას ვცდილობ და ჯერ დაბლ იქსფოუჟერს ვერ გავცდი, თუმცა still, it’s something.

პირველი ცდა:

12447453_1118039161562615_1487694058_n

ნელნელა დავიხვეწე.

IMG_0240

და ესეც ჩემი პროფილის სურათი,

ვოლ 2

რომელიც თავიდან სხვანაირად გამოიყურებოდა:

IMG_0135 - Copy

well, შემდგომ გადავედი გიფებზე:

დეთს ოლ ფორ ნაუ 

 

Advertisements

3 thoughts on “მე და ჩემი არტები

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s