სეფექალები • Las Meninas

 

    რატომ გადავწყვიტე ჩემი მრავალრიცხოვანი ”ლიტხელის სერიიდან” მაინც და მაინც ველასკესზე დამეწერა, ვერ ვხსნი.  არც ბაროკო მიყვარს, არც დიეგო, არც კარავაჯო. ნიჩიო, დაე მიეძღვნას ჩემი 12:33 ეიემზე ნაფიქრი ყველაზე არა სასიამოვნო ნახატს ხელოვნების ისტორიაში. ”ვიწყებთ”:

ბაროკო–ესაა ხელოვნების ისტორიაში რენესანსის შემდგომი მიმდინარეობა, რომელიც ჩაისახა იტალიაში მეჩვიდმეტე საუკუნის დასაწყისში და მთელს ევროპაში დაიწყო გავრცელება. ეპოქას ხშირად მოიხსენიებენ როგორც სტილს, რომელიც უტრირებულ მოძრაობასა და დრამას იყენებდა. ბაროკომ მოიცვა როგორც სკულპტურა, ისე მხატვრობა, არქიტექტურა, ცეკვა, ლიტერატურა, თეატრი, მუსიკა.

მეტად საინტერესოა თუ საიდან მოდის ტერმინი ბაროკო, მისი ეტიმოლოგიური განსაზღვრება–Baroque (US /bəˈrk/ or UK /bəˈrɒk/). მისი ძირი გვხვდება როგორც პორტუგალიურში, ისე ესპანურში, ფრანგულში, ლათინურსა და არაბულში. იგი თითქმის ყველგან ერთნაირად გამოითქმის და მსგავსი კონტექსტი აქვს– არაიდეალური, უსწორმასწორო, ტლანქად დამუშავებული მარგალიტი. საინტერესოა ისიც, რომ თვიდან ტერმინი შეურაცმყოფელი მნიშვნელობით გამოიყენებოდა. დეტალების სიჭარბის ხაზგასასმელად, რაც რენესანსისთვის უფრო იყო დამახასიათებელი. ცოტა მოგვიანებით ეს სიტყვა მუსიკის აღწერისასაც გვხვდება (1733 წლის პრემიერის დროს– Jean-Philippe Rameau‘s Hippolyte et Aricie).

ამ მიმდინარეობის პოპულარობას ხელი შეუწყო კათოლიკურმა ეკლესიამ, რომელმაც გადაწყვიტა, რომ რელიგიამ და ხელოვნებამ უნდა ითანამშრომლონ. ეს მშვენიერი გზაა, რათა უკეთ გადმოსცეს  და მიაწოდოს ხალხს რელიგიური თემები. ამას გარდა, ბაროკოსთვის დამახასიათებელი იყო მასიური ფორმები (უზარმაზარი გუმბათები და სხვ.). ახალი სტილით აშენებული ტაძრები მოიზიდავდა მეტ მრევლს (ვერსალის, რომის ტაძრები).

მიუხედავად იმისა, რომ ბაროკო რენესანსს მოსდევს, მათ შორის ძალიან დიდი განსხვავებები შეიმჩნევა. ახალ მიმდინარეობაში უკვე აღარ გვაინტერესებს იდეალები,  ყურადღება ექცევა ნაკლოვანებებს– ‘’სიმახინჯეც კი მშვენიერია’’. ხელოვანები ჩვეულებრივ (არა დიდებულებს) ადამიანებს გამოსახავენ ყოველდღიურ ტანისამოსში, ცდილობენ გამოკვეთონ ჭუჭყი. ამ ეპოქაში გვხვდება პირველი ჯუჯათა გამოსახულება(ველასკესი).

image2image1

მთავარია გადმოიცეს ემოცია, სხვა ყველაფერი კი მნიშვნელობას კარგავს. რაც აუცილებლად უნდა აღინიშნოს, არის შუქის ახლებური ხედვა. ბაროკოს ეპოქის შემოქმედებმა ის ხელახლა აღმოაჩინეს. შეიცვალა განათების მიმართულებაც. თუ აქამდე სინათლე ნამუშევრის ‘’შიგნიდან’’ გამოდიოდა , ბაროკოში ამას ვეღარ შევხვდებით. ისეთი შთაბეჭდილება რჩება მნახველს, თითქოს განათების წყარო გარედან მოდის. ამას განსაკუთრებით კარგად ვხედავთ კარავაჯოს ნამუშევრებში, მაგალითად: ‘’ვახშამი ემაუსში’’, ‘’სალომე ჯონ ბაბტისტის თავით ხელში’’, ‘’დავითი გოლიათის თავით’’ და სხვა. ნელნელა იკვეთება ნატურმორტის დეტალებიც.

ბაროკოში მთავარია გადმოიცეს განცდები, სწორედ ამიტომ ხანდახან ხელოვანები ცვლიან ბიბლიურ სცენებსაც(‘’ურწმუნო თომა’’).  დიდი მნიშვნელობა ენიჭება ნახატის დინამიკურობას. ისეთ ეფექტს ახდენს, თითქოს გამოსახულება ჩარჩოებს გარეთ გადის (‘’ვახშამი ემაუსში’’).

ბაროკოს ეპოქას ეკუთვნიან ისეთი გენიოსები, როგორებიც არიან: ლორენცო ბერნინი (“უარესი მიქელანჯელო”), რემბრანტი, ბახი, ჰენდელი და სხვანი.
image3ამ გრძელი სიიდან აუცილებლად უნდა გამოვყო ესპანური ოქროს ხანის მოწინავე მხატვარი–დიეგო ველასკესი, რომელიც მეფის–ფილიპე მე–4–ის კარზე მოღვაწეობდა. ის ასევე ცნობილია როგორც პორტრეტისტი. მას ჰყავს დახატული უამრავი გამორჩეული ისტორიული ფიგურა, სამეფო ოჯახის უამრავ გამოსახულებას მიაწერენ. მათ შორის ყველაზე ცნობილს, შეიძლება ითქვას, ხელოვანის კულმინაციას წარმოადგენს მისი ‘’სეფექალები’’ (‘’las meninas’’). ეს ალბათ ერთადერთი ნახატია, რომელიც უსიამოვნო შეგრძნებებს იწვევს ჩემში. შეუძლებლად მიმაჩნია ნამუშევრის დიდი ხნით ყურება. თითქოს, მასზე აღბეჭდილი ყოველი პიროვნება ზედმიწევნით შეგისწავლის და არ გაშორებს გამჭოლ მზერას.
უმჯობესი იქნება განვიხილოთ, თუ რატომაა ნახატი ასეთი მომაჯადოებელი და ორიგინალური ან როგორც მას უწოდებენ– “the true philosophy of the art“(ხელოვნების ნამდვილი ფილოსოფია) ან  “Velázquez’s supreme achievement’’(ველასკესის უზენაესი მიღწევა). ნახატმა დღევანდელობამდე ბევრი რამ გადაიტანა, მოყვა ხანძარში, იყო გაყოფილი შუაზე, მარცხენა და მარჯვენა ნაწილებად, თავიდან ბოლომდე შეკეთების შემდეგ მრავალწლიანი ვიზიტების განმავლობაში ლურჯი და შავი პიგმენტები გაუფერულდა. მისი აღდგენა მეცნიერების მეთვალყურეობით მიმდინარეობდა, მაგრამ მაინც ძალიან გართულდა პირვანდელი სახის დაბრუნება. შეუფასებლობის გამო, იგი აღარ იღებს მონაწილეობას გამოფენებში.

Screenshot_5 ნახატი წარმოგვიდგენს სამეფო ოთახს, ესპანეთის მეფის ფილიპე მე–4 ის მმართველობის პერიოდში. რამდენიმე ფიგურა პირდაპირაა მომართული, მათგან ცენტრში გამოკვეთილად ნაჩვენებია მცირეწლოვანი მარგარეტ ტერეზა, მეფის ასული. მისი მარცხენა ლოყა იქნა აღდგენილი 1734 წლის ხანძრის გამო. მას გვერდით ჰყავს მსახურები, დაცვა, ჯუჯები და ძაღლი. გვერდით ველასკესმა საკუთარი თავიც წარმოგვიდგინა.Screenshot_6 ეს ტრადიცია ყოველთვის ჰქონდათ ხელოვანებს. ექციათ საკუთარი თავი ნაწარმოების ნაწილად. რაფაელის, მიქელანჯელოსა და სხვა დიდი შემოქმედების მსგავსად, ამ ხერხს ბაროკოში აგრძელებენ როგორც კარავაჯო (‘’დავითი და გოლიათი’’), ისე ველასკესი. მხატვრის გუScreenshot_7უკანა ფონზე ჩვენ ვხედავთ სარკეს. ეს დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რადგან ზედაპირი პრიალებს. მასში ჩანან მეფე და დედოფალი. გასაოცარია პერსპექტივის კანონების სიზუსტე და დახვეწილობა ნახატში. ყურადღებას იქცევს დონ ნიეტო ველასკესი, დედოფლის ხაზინდარი, რომელიც ასევე შეიძლებოდა ყოფილიყო მხატვრის ნათესავი. იგი ძალიან უცნაურ პოზიციაშია გამოსახული, გაურკვეველია დგას, თუ ადის კიბეებზე. სავარაუდოდ ავტორმა იგი გამოსახა რათა ოთახის უფრო შორეული ადგილი დაგვენახა, გაზრდილიყო ჩვენგან კედლამდე მიმართული ხაზი. ხაზინდარის დანახვა შეგვიძლია მხოლოდ ჩვენ და მეფე დედოფალს.

კედლებზე, რომლებიც ჩამუქებულია და სიბნელის გამო არ ჩანს, მაინც იკვეთება რუბენსის ნახატები, ასევე როგორც ცნობები გვაწვდიან, ველასკესის სიძის მიერ კოპირებული ნამუშევრები.

ყველაზე მთავარი კითხვა, რამაც ამდენი წლის შემდეგ მაინც ვერ იპოვა ზუსტი პასუხი: რას ხატავს ველასკესი?

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ნამუშევარი არის საკმაოდ დიდი. ის დაახლოებით ისეთივე ზომებისაა, როგორც ნახატზეა გამოსახული ველასკესის წინ. ამიტომაც ზოგი მიიჩნევს, რომ სწორედ ამ ნახატს ასრულებს ესპანელი გენიოსი, თუმცაღა გასათვალისწინებელია, რომ შეუძლებელია ისეთივე გამოსახულება ჰქონდეს ტილოს. შეიცვლებოდა ხედვა, რაკურსი, ვეღარ დავინახავდით სარკეს, ასევე ხაზინდარს.

მეორე მნიშვნელოვანი მოსაზრებაა, რომ სარკე, რომელიც კედელზეა მოთავსებული ირეკლავს მეფე დედოფლის ნახატს, სწორედ იმას რასაც ავტორი ამ დროს ასრულებს.

შემდეგი იდეის თანახმად, მეფე–დედოფალიც ოთახში იმყოფება, სარკე მათ ისე ასახავს, თითქოს პოზირებდნენ სურათისთვის. მათი მზერა მიმართულია შვილისადმი, რომლებიც მოახლეებთან ერთობა და მხოლოდ იმიტომ იმყოფება ოთახში, რომ გაამხიარულოს მშობლები.

უამრავი მოსაზრებიდან (თითქოს ველასკესი თავის თავს ხატავდეს და სხვა) ყველაზე მთავარი, ჩემი სუბიექტური აზრით, არის მნახველის ხატვის იდეა. თითქოს დიეგო ველასკესი არ გამოსახავს არც მეფის ასულს, არც მის მშობლებს, არამედ, იგი ხატავს მნახველს და გამოსახულება ტილოზე, რომელსაც ვერ ვხედავთ, ყოველთვის იცვლება. იცვლება იმდენჯერ, რამდენჯერაც მაყურებელი მივა მასთან. ვფიქრობ, სწორედ ამიტომაცაა გამოსახული ფიგურების მზერა ასეთი დაჟინებული და არასასიამოვნო.

ხელოვანის ხელწერის მშვენიერება, ნახატის რეალისტურობა და სილამაზე უგულებელყოფილია, რადგან ის არ გიტოვებს იმის დროს, რომ აღფრთოვანდე დახვეწილობით. ესპანელი ავტორის ამოუცნობი კომპოზიცია ბადებს შეკითხვებს რეალობასა და ილუზიაზე, ამყარებს გაურკვეველ ურთიერთობას მნახველსა და გამოსახულ ფიგურებს შორის. ამიტომაცაა იგი დასავლურ ნამუშევრებში ყველაზე ცნობილი და  ზედმიწევნით  შესწავლილი, მაგრამ ზუსტი პასუხი მთავარ კითხვაზე მაინც არ არსებობს.

 

 

 

source:

https://www.khanacademy.org/test-prep/ap-art-history/early-europe-and-colonial-americas/reformation-counter-reformation/v/vel-zquez-las-meninas-c-1656
http://en.wikipedia.org/wiki/Baroque
http://en.wikipedia.org/wiki/Diego_Vel%C3%A1zquez
http://en.wikipedia.org/wiki/Las_Meninas

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s