ოჯახის ათასი და ერთი ფორმა

მინდოდა ნატგეოსთვის ერთი ამგვარი ბლოგი მიმეძღვნა, თუმცა წერა რომ დავიწყე და ჯერ კიდევ დაუმთავრებელი გიორგის გავუგზავნე, არც იფიქრო გაგრძელებაზეო მომწერა და იქ დამთავრდა ჩემი მცდელობაც. ნიჩიო, ჩემი ბლოგისთვის მაინც დავწერთქო, დღეს გადავხედე და იმდენად აღარ მომეწონა, გადავიფიქრე, ისევ ჩემი ძველი ნამუშევარი გამოვაქვეყნო ჯობს, სერიიდან: :ანთროპოლოგიის შესავლები: თუ ნატგეომ მიღალატა ამ სერიიდან კიდევ ერთ ბლოგს იხილავთ.

რატომ არსებობს ჰომოფობია? რატომ არსებობს რასიზმი? და სხვა მრავალი. რატომ გვეშინია ყოველთვის ყველაფერი ‘’ახლის’’, ‘’განსხვავებულის’’? და რატომ გვგონია, რომ ის ხელს შეუშლის ჩვენს ყოველდღიურ ყოფას?
მგონია და დიდი იმედიც მაქვს, რომ რასიზმთან დაკავშირებული პრობლემები გადაილახა და გავცდით მე-20 საუკუნეს, როცა ფერადკანიანი ადმიანები ქალაქის ცენტრში მოთავსებულ ზოოპარკებში გამოჰყავდათ, ცხოველების გვერდით. შევეგუეთ და მივხვდით, რომ ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან. მაშინ, რატომ ვერ ვიაზრებთ იმას, რომ ჰომოსექსუალებიც ჩვენნაირები არიან და რატომ გვეშინია მათი. რატომ ვეწინააღმდეგებით ერთსქესიანთა ქორწინებას, როდესაც ჩვენ თვითონ არ ვიცით რა არის ოჯახი და არასწორი წარმოდგენა გვაქვს ამ მნიშვნელოვანი ბიოლოგიური და კულტურული ერთობისადმი?

ერთი ისიც კი ვიფიქრე, ხომ არ მოძველდა ერთსქესიანთა ქორწინებაზე მსჯელობა-მეთქი, მაგრამ რამდენიმე კვირის წინ მოსმენილი დიალოგი გამახსენდა:

-კი, გეთანხმები, იცხოვრონ ერთად, კი ბატონო. რა საჭიროა ამის დაკანონება, შვილებს მაინც ნუ აიყვანენ, თავისნაირებად გაზრდიან მერე.

… და მივხვდი, რომ ერთი ბლოგი უნდა მიმეძღვნა ამ თემისთვის.

This world i

‘’ოჯახი ჩვენი ცივილიზაციის ბუნებრივი და უნივერსალური მოვლენაა’’. ჩვენ შეგუებულნი ვართ მის ისეთ ფორმას, როდესაც გვარი მამის ხაზით გადაეცემა, მისაღებია მონოგამია და სხვა. ამიტომაც, ხშირად წავაწყდებით პროტესტს ერთსქესიანთა ქორწინების აკრძალვაზე, თუმცაღა მსოფლიოში სხვა მრავალი ოჯახისა თუ ქორწინების განსხვავებული ფორმა არსებობს, რომელიც გაგვიფართოებს მსოფლმხედველობას.

Screenshot_5ამ მაგალითების მოძიებაში ფრანცუაზ ერეტიეს უნდა ვუმადლოდე და ჩემი ანთროპოლოგიის ლექტორებს, რა თქმა უნდა. დასაწყისისთვის განიხილავენ ხოლმე სუდანელ ნუერებს, სადაც ორ ქალს შორის ქორწინება ჩვეულებრივი ფორმაა. თუ რომელიმე ქალს არ აქვს საშუალება, რომ გააჩინოს ბავშვი, მაშინ იგი კაცის თანასწორად ითვლება, შეუძლია შეირთოს ცოლი და ‘’მზითევი’’ გადაუხადოს მეუღლის მშობლებს. იგი ისე იქცევა როგორც ქმარი და უფრთხილდება კერას. იგი ასევე ეძებს სხვა მამაკაცს, რათა მისი და მეუღლის კავშირს მოჰყვეს შთამომავლობა. ამ მხრივ, ბიოლოგიურ მამას არანაირი პასუხისმგებლობა და მნიშვნელობა არ ენიჭება. გოგონების ყოლის შემთხვევაში, მათი ქმრებისგან მზითევს მიიღებს. ანუ, გვარი მამის ხაზით (ამ შემთხვევაში ამ უშვილო ქალის ხაზით ) გადადის, ისევე, როგორც ქონება. თუ საქართველოსთან კავშირს ვეძიებთ, მხოლოდ იმის პოვნა შეგვიძლია, რომ გვარი ჩვენთანაც მამის ხაზით გადაეცემა.

მეორე მაგალითი შეეხება ასევე ქორწინების ფორმას ნუერებში– ‘’მკვდართან ქორწინება’’, რომელიც ლეგალური ფორმაა. ამ შემთხვევაში ქალს შეუძლია დაქორწინდეს გარდაცვლილ მამაკაცზე, რომლის ‘’შვილების’’ ბიოლოგიურ მამას შეუძლია გარდაცვლილის ქონებიდან მიიღოს წილი. შვილები გარდაცვლილის გენეალოგიას აგრძელებენ, ატარებენ მის გვარს, ბიოლოგიურ კავშირს მნიშნელობა არ აქვს და ამგვარი მამა ძმად ან ბიძად იწოდება. აღსანიშნავია ისიც, რომ გარდაცვლილი კაცის მეუღლეს შეუძლია ამ კაცის სახელით ცოლად სხვა ქალი შეირთოს.


Screenshot_3ბურკინა ფასოს ხალხის პოლიგამიურ ოჯახები. 
ამ საზოგადოებაში კაცს შეუძლია ცოლად მოიყვანოს დები, ან დედა და მისი ქალიშვილები ერთად. ბავშვების აღზრდაში კი მისი ყველა ცოლი იღებს მონაწილეობას. როცა დედა წყვეტს ბავშვის ძუძუთი გამოკვებას, იგი გადაინაცვლებს სხვა ცოლთან, რომელიც იკისრებს მის აღზრდას. ამ შემთხვევაში უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება არაბიოლოგიურ– აღმზრდელ დედას. შესაბამისად ბიოლოგიურ კავშირებს არ აქვს არანაირი დატვირთვა. რადგან მამა ერთი ჰყავთ, შესაბამისად ქონებაც და გვარიც მისი ხაზით გადადის. ოჯახის ეს ფორმაც წარმოუდგენელია ქართული და ზოგადად ქრისტიანული სამყაროსთვის, რადგან ჩვენ მონოგამიურ ოჯახის ფორმას ვართ მიჩვეული და ეს ჩვენთვის ‘’არანორმალურია’’.

’პოლიანდრული ქორწინება’’. ტიბეტელების მრავალრიცხოვან ოჯახებში უფროსი ძმა ირთავს ცოლს და ეს ქალი ერთმანეთის მიყოლებით მიჰყვება ქმრის სხვა ძმებს. ერთი წლის განმავლობაში ერთის ცოლია, მეორე წელს– მეორის. ბავშვები უფროს ძმას ეკუთვნიან და მას ეძახიან მამას. დანარჩენ ძმებს კი – ბიძებს. ამ შემთხვევაში ოჯახის საკუთრებას განაგებს საერთო მეუღლე, რომელიც უვლის კერას. რაც შეეხება ქონებას იგი ასევე ‘’კოლექტიურად’’ მონაცვლეობით გადადის. რადგანაც ძმები ერთობად მოიაზრება, ამგვარ ოჯახს შეიძლება მონოგამიურიც ეწოდოს, თუმცა იგი ძალიან განსხვავდება ჩვენს საზოგადოებაში მიჩნეული მონოგამიური ოჯახებისგან.

შევეხოთ კოტ–დ’იუვარის სენუფოს ხალხს, როელშიც მიღებულია მატრილინეარული–პოლიგამიური ოჯახი. ქმრები მუდმივად არასდროს ცხოვრობენ თავიანთ ცოლებთან და შვილებთან, ისინი რიგ–რიგობით ნახულობენ თავიანთ მეუღლეებს. ოჯახის ეს ფორმა ‘’ვიზითინგ ჰაზბენდის’’ სახელითაა ცნობილი. გაურკვეველია ვინ ითვლება ამ შემთხვევაში ბიოლოგიურ მამად და ვისგან გადადის ქონება. ასევე შეუძლებელია ვიპოვოთ რაიმე მსგავსება თანამედროვე საქართველოსთან.

ჩემი აზრით, ოჯახს, როგორც უნივერსალურ ფენომენს ძალიან რთული განსაზღვრება აქვს. იგი წარმოადგენს როგორც ბიოლოგიურ, ასევე სოციალური უჯრედს, თუმცა ბიოლოგიური მასში ძალიან ცოტაა და იგი მხოლოდ რეპროდუქციისკენ, სექსუალობისკენ სწრაფვას ეხება. მეტად მნიშვნელოვანია მისი სოციალური დატვირთვა. საუკუნეების მანძილზე მტკიცდებოდა, რომ ‘’ოჯახი ვერ იარსებებდა საზოგადოების გარეშე’’, ანუ სხვა ‘’ოჯახების გარეშე’’, და ეს დამოკიდებულებაც თავისთავად გულისხმობს შთამომავლობის გადაცემის პროცესს, რომელიც ‘’სოციალური კავშირების ‘’ დახმარებით ხორციელდება. მიუხედავად იმისა, რომ ამგვარად მრავაფლფეროვანია ოჯახთა ტიპები, მათ მაინც ბევრი უნივერსალია აერთიანებს, ისეთი, როგორიცაა: ინცესტის ტაბუ და სხვ. და ამდენი მაგალითიდან შესაძლებელია  გავაკეთოთ დასკვნა, რომ მართალია, მოსახლეობის უმეტეს ნაწილში ცოლ–ქმარზე აგებული მონოგამიური ოჯახი ყველაზე მიღებულია, იგი სულაც არ არის ღვთაებრივი ქმნილება, მეტიც სხვა ფორმების მსგავსად დროთა განმავლობაში ჩამოყალიბებული ‘’კულტურული ფენომენია’’.

 

 

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s