უშავესი მატერია

Screenshot_3

პირველად, ახალი აღმოჩენის წაკითხვისთანავე გამახსენდნენ ის სოციალური ქსელის გოგონები, რომლებიც დიდი სიამაყით წერენ ხოლმე: ‘’black is always elegant’’, ან ‘’I’ll stop wearing black, when they invent a darker color.’’

რთულად წარმოსადგენია, თუმცა მეცნიერებმა გარკვეულწილად ესეც შეძლეს. შანელის მოყვარულებს ალბათ გაახარებს ფაქტი, რომ შავი ფერი კიდევ უფრო ‘’დაბნელდა’’ და მეტად მისტიურიც გახდა.

‘’Vantablack’’ -ესაა ერთ–ერთი ყველაზე ბნელი მატერია სამყაროში, რომელიც ბრიტანულმა კომპანიამ შექმნა, თუმცა მის დახვეწასა და გაუმჯობესებაზე დღემდე მუშაობენ მსოფლიოს მეცნიერები. ეს საოცარი მატერიალი ხილული სინათლის 99,975%–ს შთანთქავს. ‘’ვანტაბლექი’’–ფოლგაზეა ‘’გაზრდილი’’ და ნახშირბადის ნანომილებისგან შედგება, რომლებიც ადამიანის თმაზე 10 000–ჯერ წვრილია.

Kohlenstoffnanoroehre_Animationcarbon nanotube

სინათლის უმცირესი ნაწილაკი მას ვერ გაურბის. იქამდე ‘’დაძრწის’’ ნანო მილებს შორის, სანამ საბოლოოდ არ შთაინთქმება. მატერიალი შექმნილია ფოლგაზე, რომელიც არ არის იდეალურად სწორი. შესაბამისად, მასზე უნდა ვხედავდეთ ამოზნექილ ნაწილებს, თუმცა ეს ასე არ ხდება. ‘’ის ხვრელივით შავია, თითქოს მასში არაფერია.’’ –ამბობს ბენ ჯენსენი, კომპანიის მთავარი ტექნიკური მენეჯერი.

ნახშირბადი ერთი ‘’ჩვეულებრივი’’ ელემენტია პერიოდულ სისტემაში, თუმცა მისი შესაძლებლობები ამოუწურავია. თუნდაც დავხუჭოთ თვალი იმაზე, რომ მას ეფუძვნება მთელი ორგანული ქიმია და ნითიერებების უდიდესი ნაწილი, სუფთა ნახშირბადის ნაწარმები და მათი ალოტროპები აგრძელებენ ჩვენს გაკვირვებას. ალმასიდან გრაფიტამდე, ფულერენებიდან – გრაფინამდე, რომელიც მომავალი ნანოტექნოლოგიის განვითარების საფუძველს წარმოადგენს. ‘’თეთრი ხოჭოთი გატაცებულმა’’ მეცნიერებმა ნახშირბადის ნანომილაკებს ახალი ‘’დატვირთვაც’’ მოუძებნეს.

‘’ვანტაბლექი’’ იმდენად უცნაურია, ადამიანის თვალი ვერ ხვდება, რას უყურებს. ფორმა და კონტურები ქრება. ისეთი შეგრძნება გვაქვს, თითქოს უფსკრულს გავყურებთ.

მისი იდეა წარმოიშვა ‘’თეთრი ხოჭოსგან.’’ ესაა მწერის ერთ–ერთი სახეობა –cyphochilus, რომელიც სრულებით თეთრია. მისი ‘’ნიჟარა’’ სინათლეს ირეკლავს დიდი ეფექტურობით. სწორედ აქედან გაჩნდა აზრი საპირისპირო მატერიის შექმნის შესახებ.

ამ ყველაფრის წაკითხვისთანავე ვანტებლექისგან სამოსის შექმნის იდეამ გამიელვა და არა მარტო მე. როგორც კი ჩემს მეგობარს მოვუყევი მოკლედ ამ აღმოჩენის შესახებ, პირველი ის თქვა, ‘’აუ, ეგეთი მაისური რა მაგარი იქნებოდაო’’. მეცნიერებმაც , რა თქმა უნდა, დაგვასწრეს და შანელის პატარა კაბის შექმნის იდეაც განიხილეს. დაასკვნეს, რომ ამ შემთხვევაში სამოსის მთელი ხიბლი დაიკარგება. მომხმარებლის მხოლოდ თავი და კიდურები გამოჩნდებოდა–‘’ჰაერში, კაბის ფორმის უფსკრულის გარშემო მოლივლივე’’. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი სახის სამოსის მატერიალურ ღირებულებაზე საუბარი ზედმეტია. მისი შემქმნელები ზუსტ ფასს ვერც კი ასახელებენ.

‘’ვანტაბლექის’’ გამოყენება ბევრად უფრო ღირსშესანიშნავი მიზნებისთვისაა შესაძლებელი.

მისი დახმარებით ასტრონომიულ კამერებს შეუძლიათ დააფიქსირონ სამყაროში უშორესი ობიექტებიც კი.  ის აძლევს საშუალებას ტელესკოპებს და ინფრაწითელი სკანირების სისტემებს იმუშავონ მეტად პროდუქტიულად. მისი გამოყენება შესაძლებელია სამხედრო სფეროშიც. სხვა მნიშვნელოვან ფიზიკურ თვისებებთან ერთად აღსანიშნავია თბოგამტარობა. ის სითბოს სპილენძთან შედარებით 7,5–ჯერ ეფექტურად ატარებს.

Vantablack_01.JPG                     ახალი მატერიალის ნიმუში. Image credit: Surrey Nanosystems

უფრო ბნელი მატერიის შექმნაზე მუშაობა წარმატებით გრძელდება, განსაკუთრებით  იზრდება სინათლის შთანთქმის ხარისხი, თუმცა ის ვერასდროს მიაღწევს 100%–ს. მისი მონაცემები იმდენად უახლოვდება შავი ხვრელისას, გასაგებიცაა, რატომ ვერ მივაღწევთ ‘’სრულყოფილებას’’. ამ შემთხვევაში უკვე თამამად ვიტყოდით შავი ხვრელის შეხება შეგვიძლიაო, ანდაც, გავახარებდით მეგობარს, შავი ხვრელისგან მაისურის შექმნის შესახებ. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით.

ამის მიუხედავად კვლევები გრძელდება, ‘’ვანტებლექის’’ შექმნიდან ერთ წელიწადში შედეგი 26%–ით გაუმჯობესდა, რისი წარმოდგენაც ჩემთვის შეუძლებელია. ახალი მატერიალი ნანონაწილაკების ‘’წნელებისგანაა’’  შემდგარი, ისინი პაწაწინა ნანონაწილაკურ სივრცეშია მოთავსებული. ეს საშუალებას გვაძლევს შევურიოთ სხვა სითხეს და უამრავ ახალ კონტექსტში გამოვიყენოთ. ის შესაძლოა უახლესი ლაზერის საფუძველიც გახდეს.

მეცნიერები აგრძელებენ ისეთი შავი მატერიალის ძიებას, რომელიც შთანთქავს მთელს რადიაციას.

‘’ბევრი თვლის, რომ შავი, ესაა სინათლის არ არსებობა. მე ამას სრულებით უარვყოფ. არავის უნახავს უსინათლო სხეული, თუ შავ ხვრელს არ ჩავთვლით… ეს მატერიალები  კი ყველაზე უფრო ახლოსაა მასთან, რაც კი შეგვიძლია წარმოვიდგინოთ.’’ ამბობს ბენ ჯენსენი.

უახლესი მატერიების გამოყენება, არ ვიცი, სამოდელო სფეროში როგორს, თუმცა ასტროფიზიკაში უდიდესი აღმოჩენების იმედს იძლევა.

 

source: 
http://www.independent.co.uk/news/science/blackest-is-the-new-black-scientists-have-developed-a-material-so-dark-that-you-cant-see-it-9602504.htmlhttp://www.independent.co.uk/news/science/blackest-material-ever-made-created-by-scientists-a6708871.html

 

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s