სიურრეალიზმი და რენე მაგრიტი

არაერთხელ უთქვამთ, შეაგდე ეგ შენი თემები ინტერნეტში, გამოადგება ვინმეს, საშვილიშვილო მადლიაო.  სერიიდან: ”ლიტხელი”

მე–20 საუკუნის შუა პერიოდში მნიშვნელოვნად შეიცვალა ‘’სახელოვნებო ვექტორი’’. ის ჯერ კიდევ ძლიერ განიცდიდა ომის ზეგავლენას, აპოკალიპტურ შიშს სიკვდილისას. საუკუნის მეორე ნახევარში მნიშვნელოვნად დაიხია უკან ლიტერატურისა და მხატვრობის მნიშვნელობამ. უფრო მეტად გააქტიურდა მუსიკა და კინოხელოვნება. საზოგადოებაში უკვე თვალნათლივ ჩანს ხელოვნების რომელი დარგია უპირატესი.

ასეა თუ ისე, წინა საუკუნის 20–იან წლებში ჩაისახა მიმდინარეობა– სიურრეალიზმი, რომელიც უმეტესწილად ვიზუალური ხელოვნებას შეეხო. მისი მიზანი იყო სამყაროს გათავისუფლება ჩარჩოებისგან, ‘’გადაეწყვიტა წინა კონტრადიქტორული პირობები რეალიზმსა და ოცნებას შორის’’ ( “resolve the previously contradictory conditions of dream and reality” ). ბევრი სიურრეალისტი მწერალი და მხატვარი თვლიდა, რომ მათი ნამუშევრები ფილოსოფიური მიმდინარეობის გამოძახილია. ისინი გამოსახავდნენ არარეალურ, არალოგიკურ, მეტად უცნაურ სცენებს, რომელთა მიზანიც უეცარი ზეგავლენის მოხდენა იყო მნახველზე. ‘’ზერეალისტები იკვლევდნენ ქვეცნობიერს’’ და ცდილობდნენ მის არასტანდარტულ გამოვლენას. თვითონ ტერმინი –სურეალიზმი გიომ აპოლინერის საპატივსაცემოდ დაარქვეს მიმდინარეობას.

სურეალისტ შემოქმედებში მოიაზრებიან: სალვადორ დალი, ანდრე ბრეტონი, ჟოან მირო და სხვანი… ჩემთვის ერთ–ერთი საყვარელი ხელოვანია რენე მაგრიტი, რომელზეც შეუძლებელია არ ვისაუბრო დღეს.image1

რენე მაგრიტი– ეს იყო ბელგიელი სიურრეალისტი და იგი ‘’დამაფიქრებელი’’ ნახატებით გახდა ცნობილი (‘’He became well known for a number of witty and thought-provoking images that fall under the umbrella of surrealism’’). მის ‘’უცნაურ’’ ნამუშევრებში იგრძნობა რთული ცხოვრების გავლენა. მის ფსიქოლოგიაზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინა დედის სუიციდმა, ამ დროს მაგრიტი სულ რაღაც 13 წლის იყო. ხელოვანის ადრინდელი ნახატები იმპრესიონიზმს მიეკუთვნება, ის ასევე განიცდიდა ფუტურიზმის, კუბიზმის ძლიერ გავლენას.

რენე მაგრიტის ნამუშევრები ხშირ შემთხვევაში გამოსახავენ ჩვეულ–ყოველდღიურ საგნებს ‘’არაჩვეულებრივ’’ კონტექსტში. ის ყოველთვის ცდილობდა ახალი მნიშვნელობები ჩაედო მათში. გენიოსი თავის ნახატებზე საუბრისას ამბობდა, რომ ისინი არაფერს მალავენ. აღვიძებენ მისტერიას: ‘’  they evoke mystery and, indeed, when one sees one of my pictures, one asks oneself this simple question, ‘What does that mean?’. It does not mean anything, because mystery means nothing either, it is unknowable.”

როგორც წესი, თავდაპირველად ‘’ჩიბუხს’’ განიხილავენ ხოლმე. იგი საუკეთესო მაგალითია მთელი ამგვარი ნამუშევრების სერიისა –‘’The treachery of images’’.
image2აქ ხელოვანმა მიაწერა–‘’ეს არ არის ჩიბუხი’’(“Ceci n’est pas une pipe”), რაც ერთგვარ პარადოქსს იწვევს, თუმცაღა სიმართლეა, ეს მართლა არ არის ჩიბუხი, უბრალოდ ნახატია. ყველაფრის მიუხედავად, განმარტება მაინც ‘’მენტალურად არ გვაკმაყოფილებს’’. ერთხელ, როდესაც მაგრიტს  ჰკითხეს ამ ნახატის შესახებ, მან უპასუხა: ‘’რა თქმა უნდა, ეს ჩიბუხი არ არის, აბა სცადეთ მისი გავსება თამბაქოთი’’. მხატვარი იგივე განმარტებას იყენებდა ვაშლების გამოსახულებისას. იგი ცდილობდა ეთქვა, რომ როგორ ბუნებრივადაც და რეალისტურადაც არ უნდა დავხატოთ ისინი, მაინც შეუძლებელია მათი დაჭერა:we never do catch the item itself.’’

მან თავის შემოქმედებაში ხაზი გაუსვა ‘’ხელოვნების მარადიულობას’’. სერიიდან: The Human Condition series.image3.png

ერთხელ იგი ანდრე ბრეტონს წერდა–‘’ყველაზე მთავარია გარეთა ხედისა და მოლბერტზე ასახული ბუნების განსხვავების ამოგდება’’. ზოგი თვლის, რომ ამ ნახატით ხელოვანმა თქვა, ‘’ბუნება წარმავალია, ეს ხედი შეიცვლება, ტილოზე კი დარჩება მარადიულად, წარუშლელად.’’

ამ სერიის ნახატებში ხშირად გამოყენებულია მძიმე ფარდები, რომლებიც გარკვეულწილად თეატრალურ მოტივსაც ქმნიან.

როგორც ზევით ვახსენე, მაგრიტის ფსიქოლოგიის ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა იქონია დედის სიკვდილმა. ცნობების თანახმად, როდესაც იგი მდინარეში იპოვეს ახალგაზრდა რენე ამ სცენას ესწრებოდა. გარდაცვლილ დედას სახეს კაბის ნაწილი უფარავდა. ზოგიერთი კრიტიკოსი ფიქრობს, რომ მისი ნახატები, რომლებსაც სახეზე ნაჭერი აქვთ აფარებული, ამ სცენითაა შთაგონებული. ზოგი თვლის, რომ მაგრიტი უბრალოდ ‘’ფანტომასის’’ პერსონაჟით იყო აღფრთოვანებული. გადავხედოთ ‘’შეყვარებულების’’ სერიას.image4

როგორც ამბობენ, რენეს არ უყვარდა თავისი ნახატების შინაარსისა და მათში ჩადებული “საიდუმლოებების განმარტება”.

რაც შეეხება “შეყვარებულებს II”, აქ ბევრად უფრო მძაფრია ზეგავლენა.
image5ნახატში გამოყენებულია მკვეთრი, თუმცა ოდნავ დაჩრდილული ფერები, ნახატზე არ არის ფანჯარა და არ ჩანს პერსპექტივა. ყველაზე ძლიერ ზეგავლენას ზეწრები ქმნის და მასთან ერთად აღსანიშნავია გამოყენებული ფერები.  ლურჯი ფერი ასოცირდება სიმშვიდესთან და წყალთან, რომელიც თავისთავად უკავშირდება სიცოცხლეს. წითელი –სიბრაზეს, სიყვარულს, ვნებას, თეთრი–სიწმინდეს, აღსანიშნავია ისიც, რომ იგი ყველაზე ნაკლებადაა გამოყენებული. შავი– სიკვდილთან ასოცირდება და იგი მამაკაცს ამკობს, შეიძლება მისი ბუნების გამომხატველიც იყოს. მანდილოსანი კი წითელშია შემოსილი, რომელიც შესაძლებელია სიყვარულისა და ზოგადად ძლიერი გრძნობის გამომხატველი იყოს. ზეწრები მოთეთრო ფერისაა, მნიშვნელობა აქვს თითოეული მნახველი როგორ აღიქვამს მას, როგორც უბრალოდ თეთრს–სიწმინდეს თუ შელახულს, ჩამქრალს ნაცრისფერი და შავი ლაქებით. ამ ყველაფრის განხილვა კიდევ უფრო ართულებს მთავარი აზრის ძიებას, სწორედ ეს მიზანი აქვს რენე მაგრიტის სურათებს. კრიტიკოსები თვლიან, რომ გენიოსის გამუდმებული მოგზაურობა რეალურიდან ილუზიაში გამოხატავს საკუთარი ‘’მენტალური მდგომარეობის ანარეკლს’’: ‘’ ის, რაც მას სურს–‘’დედა ცოცხალია’’– ის რაც, მან იცის – ‘’დედა არ არის ცოცხალი’’.

შეუძლებელია უყურადღებოდ დავტოვო ჩემთვის ყველაზე საყვარელი– ‘’ მწვანე ვაშლებისა, პიჯაკიანი და ქუდიანი  კაცების’’ სერია.

 

სუზი გაბლიკი თვლიდა, რომ რენეს ნამუშევრები არაფერი იყო გარდა, ‘’ ფიზიკურ სამყაროზე დოგმატური შეხედულების შერყვნის გამუდმებული მცდელობისა ‘’.

son-of-manThe Son of Manავტოპორტრეტია. ჩვენ ვხედავთ კაცს, რომელის უკანაც დაბალი კედელია, შორს კი დაბურული ცა და წყალი მოჩანს. მიუხედავად იმისა, რომ ვაშლი თითქმის მთლიანად ფარავს სახეს, მონდომებული მნახველი მაინც დაინახავს მარცხენა თვალის კუთხეს და ასევე მარცხენა ხელს, რომელიც უკუღმაა მოხრილი. თვალნათლივ ჩანს იდაყვიც. მაგრიტი ნახატის შესახებ ამბობდა: ‘’…ეს მუდმივად ხდება. ყველაფერი, რასაც ვხედავთ ეფარება სხვა საგნებს, ჩვენ ყოველთვის გვაინტერესებს, რას მალავს ის, რასაც ჩვენ ვხედავთ. საინტერესო ის საგნები, რომლებსაც ვერ ვხედავთ და გვიფარავს ის, რასაც ვხედავთ… ეს კონფლიქტს იწვევს ჩვენში…’’

აღსანიშნავია ამგვარი ნახატი, რომელშიც კაცის სახეს მტრედი ფარავს.

man-in-a-bowler-hat

ამ შემთხვევაში მტრედი მთლიანად უფარავს სახეს და ჩვენ თვალს ვერ ვხედავთ, თუმცა ჩანს მტრედის მარცხენა თვალი, იგი სინათლის მხარეს მიფრინავს.

ამას გარდა განსხვავდება კაცის ყელსახვევის ფერი. გაურკვეველია უკან ცა ხატია თუ უბრალოდ რაიმე ფონი.  აღსანიშნავია მისი მსგავსი ნამუშევარი–‘’The Great War on Facades’’.Rene-MagritteThe-Great-War

ზოგი კრიტიკოსი თვლის, რომ ამ ვაშლის, მტრედის თუ ყვავილის უკან ყოველდღიურობით გაწამებული ადამიანი იმალება, რომელსაც არ ძალუძს დაიხსნას თავი, იგი ზურგით დგას ბუნებისგან…

გამომწყვდეული ბუნების მოტივი იგრძნობა შემდეგ ნამუშევარშიც–‘’Affinities’’.Elective elective-affinities

წყაროებს თუ ვენდობით, შედევრი გოეთეს ადამიანის ქიმიური თეორიის ზეგავლენით შეიქმნა, რომლის მთავარი არსია: გარეშე ძალებს უზარმაზარი ზეგავლენა აქვთ სურვილებზე (‘’ xternal forces have a great impact on the will’’). ნახატი გადმოგვცემს აზრს, რომ ადამიანის იდეები იჩეკება სამყაროში, რომელიც ჩაკეტილია, გამომწყვდეულია გარე ძალებით. ‘’ხშირად ჩნდება ისეთი გრძნობა, როდესაც ჩვენ არ გვაქვს სრული კონტროლი შედეგებზე, რასაც ჩვეულებრივი ცხოვრებისეული მოვლენები იწვევენ, ამიტომ გვგონია, რომ გალიაში ვართ გამომწყვდეულნი’’…

ეს იყო გაურკვევლობის გრძნობა, რომელიც ასე ხიბლავდა მაგრიტს და გამოარჩევდა სხვა თანამედროვე სიურრეალისტებისგან. იმ დროს, როცა ჯოან მირო შეუცნობელის დაკონკრეტებას უჭერდა მხარს, ხოლო სალვადორ დალი იჭრებოდა ოცნების სამყაროში, რენე არ ღალატობდა თავის სტატიკურ, გაყინულ ფიგურებს, რომლებიც ყოველთვის უფრო მეტს გამოხატავდნენ.

 

 

source:

https://www.khanacademy.org/search?page_search_query=rene%20magritte
https://en.wikipedia.org/wiki/Ren%C3%A9_Magritte
http://www.renemagritte.org/rene-magritte-paintings.jsp
https://www.google.ge/?gws_rd=cr,ssl&ei=lreFVc61GcHCywP1lbz4AQ#q=rene+magritte+paintings
https://en.wikipedia.org/?title=Surrealism

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s