წვიმის არომატი • Petrichor

რატომ აქვს წვიმას სუნი?
რატომ მოგვწონს?

ამ ორ კითხვაზე მეცნიერებმა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყეს ფიქრი, როცა ჩემი მშობლებიც კი არ იყვნენ დაბადებულნი. 1964 წელს ავსტრალიელმა მკვლევარებმა გამოაქვეყნეს სტატია, სადაც წვიმის არომატს- პეტრიქორი უწოდეს და მის გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრეს. მიუხედავად ამ საკითხის ჩახლართულობისა, დღეს უკვე მეტ-ნაკლებად ამომწურავი პასუხი გვაქვს მოცემულ ფენომენზე, მის ძირითად კომპონენტებსა და მიზეზებზე. Continue reading

ინდუცირებული პლურიპოტენტური ღეროვანი უჯრედები • iPS cells

წარმოიდგინეთ, რომ თქვენს წინ ორი მგზავრი უსმენს მუსიკას. რა არის იმის ალბათობა, რომ მათი სიმღერათა ჩამონათვალი დაემთხვას ერთმანეთს?

თქვენ ალბათ იტყვით: ძალიან ცოტა.
დიახ, ყველას განსხვავებული გემოვნება აქვს, შესაბამისად ალბათობა 3%-ს შეადგენს.

ახლა კი შემდეგი კითხვა: რა არის იმის ალბათობა, რომ ერთი და იგივენაირი მედიკამენტური მკურნალობა ერთნაირ ზეგავლენას მოახდენს 2 პაციენტზე?  Continue reading

Die another way • არა-აპოპტური უჯრედული სიკვდილის მექანიზმები

რეგულირებულ, დაპროგრამებულ უჯრედულ სიკვდილს უზარმაზარი დატვირთვა აქვს მრავალუჯრედიან ორგანიზმებში. უჯრედის სიკვდილი აუცილებელია ბევრ პროცესში, მათ შორის ემბრიოგენეზისის დროს ქსოვილების ჩამოყალიბებაში, იმუნური სისტემის განვითარებასა და დაზიანებული უჯრედების გაუვნებელყოფაში.

ყველაზე კარგად შესწავლილი დაპროგრამებული სიკვდილის სახე აპოპტოზია, პროცესი, რომელიც პროტეაზა კასპაზების გააქტივებას უკავშირდება.

უკანასკნელ პერიოდში ყურადღება მიიქცია დაპროგრამებული სიკვდილის სხვა ფორმებმაც, ისეთებმა როგორიცაა ნეკროპტოზი და პიროპტოზი. ეს არა-აპოპტოტური უჯრედული სიკვდილი შესაძლებელია გამოწვეული იქნას აპოპტოზისგან დამოუკიდებლად ან გააქტივდეს იქ, სადაც აპოპტოზი ვერ შეძლებს თავისი მიზნის აღსრულებას.

ამ სტატიაში შევეხები რამდენიმე რეგულირებულ არა-აპოპტიტურ სიკვდილის ფორმას. ხაზს გავუსვამ იმ მექანიზმებს, რომლებიც გვესმის და მათ პოტენციურ როლს. Continue reading

International Chemistry Olympiad 2016

რაც ოლიმპიადა დასრულდა, დღეს პირველად გამოვიარე ლაბორატორიებთან. ყველაფერი ბზინავდა სისუფთავისგან, Everything was extremely sad though. მე და ნათია შევედით 116-ში და პირდაპირ გვეცა მე-3 ლაბ დავალების სუნი (organic task). ალბათ unknown-ების სუნისა და DNPH-ის კვალს დიდი ხანი ვერ მოვიცილებთ. (აქ რამდენიმე წამიანი სიჩუმით მოვიგონოთ თენგოს ახალი კონვერსები T.T) Continue reading

ნაყინის ქიმია • Ice-Cream-Chemistry

ალბათ ადამიანის ცხოვრება ვერასდროს იქნებოდა სრულყოფილი ნაყინის გარეშე. ჩემი ყოველდღიურობის საკმაოდ დიდი ნაწილი ეკუთვნის სიყვარულს, რომლის შემადგენლობაზეც არასდროს დავფიქრებულვარ და დიდი ხნის განმავლობაში უბრალოდ გაყინულ შოკოლადიან რძედ მივიჩნევდი, სანამ ერთხელაც არ შემხვდა Ci-ს ეს საოცარი გრაფიკი. აღმოჩნდა, რომ ნაყინი ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია “ზღაპრულად კომპლექსური ქიმიის”: Continue reading

famous masterpieces updated

ეს განახლებული კოლექცია art people gallery-მ გამოაქვეყნა 8 იანვარს, მაშინ ჯერ კიდევ არ იყო ეს ბლოგი შექმნილი და მაინც გადავწყვიტე შემდგომში აუცილებლად დამეწერა რამე. ასეთი ”განახლებული” ნახატებია 200. რითია ეს განსხვავებული? Continue reading

მოდერნიზმი • იმპრესიონიზმი • კლოდ მონე

მე–19 საუკუნის მეორე ნახევრიდან დაიწყო ხელოვნების მიმდინარეობების ‘’აცდენა’’. თუ ადრე არსებობდა, მაგალითად, ბაროკო, ხოლო მას მოჰყვებოდა– როკოკო, ამჯერად ასე მკაცრად აღარ განისაზღვრა ერთი მიმდინარეობის უპირატესობა. მოდერნიზმი ჩაისახა ჯერ კიდევ მაშინ, როცა რეალიზმი არ იყო დამთავრებული. ამას გარდა, აღსანიშნავია ისიც, რომ ერთმანეთს აცდა მიმდინარეობის გავრცელება ხელოვნების სხვადასხვა დარგში. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მოდერნიზმი ერთდროულად არ გამოვლენილა ლიტერატურაში, მუსიკაში, მხატვრობასა და ქანდაკებაში. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ეს ‘’ახალი ფილოსოფიური მიმდინარეობა, რომელმაც დიდი ტრანსფორმაციები გამოიწვია დასავლურ საზოგადოებაში’’ ჩემთვის ძალიან საინტერესოა. მან ახალი თვალით შეხედა სამყაროს. Continue reading

I მსოფლიო ომიდან II მსოფლიო ომამდე

მე–20 საუკუნის 20–30–იანი წლები მეტად მნიშვნელოვანია, როგორც ისტორიის, ასევე ხელოვნების თვალსაზრისით. ამ პერიოდის ადამიანის ფსიქოლოგიური და სოფლმხედველობრივი ცვლილებები მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენების ფონზე ხდებოდა. ეს იყო ეპოქა პირველი მსოფლიო ომიდან მეორე მსოფლიო ომამდე. სწორედ ამ დროს ჩამოყალიბდა ყველაფერი ის, რასაც ჩვენ დღეს ვიზიარებთ. რთული არ არის იმის მიხვედრა, რომ 20–30–იან წლებში ყველაფერი ომის ირგვლივ ტრიალებდა. იგი ‘’უმთავრესი პერსონაჟი’’ გახდა, თუმცა არა პირველყოფილი დატვირთვით. თანამედროვე ომმა, რომლისთვისაც უკვე მეორეხარისხოვანი იყო ვაჟკაცობა და საგმირო საქმეები, ძირფესვიანად შეცვალა ადამიანის ბუნება, დათრგუნა და დაამდაბლა იგი. ეს იყო შიშის ეპოქა, შიში–სიკვდილისა, შიში–აპოკალიფსისა, განადგურებისა, დაცემისა. Continue reading